კალათბურთი

11:38 | 28.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნბა დაიწყო, კარიმ გაიბრწყინა (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რიგით 70-ე ჩემპიონატი დაიწყო. მოქმედმა ჩემპიონმა “გოლდენ სტეიტ უორიორსმა” შინ “ნიუ ორლეანს” 111:95 მოუგო. “ოქროს შტატელები” მთელი შეხვედრა ლიდერის როლში იყვნენ. შეხვედრაში საუკეთესო სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც ნიუ ორლეანელებს 40 ქულა ჩაუგდო. კარიმ 12-დან 5 სამქულიანი, 14-დან 9 ორქულიანი და 7-და 7 საჯარიმო სროლა ჩააგდო.

“ჩიკაგომ” საკუთარ დარბაზში “კლიველნდი” 97:95 დაამარცხა. მატჩის გადამწყვეტი მომენტი ბოლო წამზე მოხდა, როცა ლებრონ ჯეიმსი ფარქვეშიდან ცდილობდა 2-ქულიანის ჩაგდებას და შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანას, მაგრამ “მეფეს” “ხარების” ერთ-ერთმა ლიდერმა პაუ გასოლმა სუფთა ბლოკ-შოტი გაუკეთა და “ჩიკაგოს” სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა. მატჩში ყველაზე მეტი 25 ქულა ლებრონ ჯეიმსმა ჩააგდო, “ჩიკაგოში” 19 ქულით მიროტიჩი გამოირჩა. “ჩიკაგოს” ცენტრმა ჟოაკიმ ნოამ ტრავმა მიიღო, რის გამოც თამაში ვეღარ გააგრძელა, ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენად სერიოზულია ცენტრის დაზიანება.

“ატლანტა ჰოუქსი” – “დეტროიტ პისტონსი” 94:106 (25:25, 18:23, 23:34, 28:24) VIDEO

“ატლანტა”:შროდერი (20 ქ.), მილსაპი (19 ქ.), ტიგი (18 ქ.), ჰორფორდი (15 ქ.), კორვერი (7 ქ.), პატერსონი (5 ქ.), სპლიტერი (4 ქ.), სეფალოშა (2 ქ.)

“დეტროიტი”:მორისი (18 ქ.), კალდველ-პოპე (21 ქ.), დრამონდი (19 ქ. 19 მ.), ილიასოვა (16 ქ.), ჯექსონი (15 ქ.), ჯონსონი (7 ქ.), ბაინესი (6 ქ.), ბლეიკი (3 ქ.), მიქსი (2 ქ.)

“ჩიკაგო ბულზი” – “კლივლენდ კავალიერსი” 97:95 (26:17, 20:23, 25:28, 26:27) VIDEO

“ჩიკაგო”: მიროტიჩი (19 ქ. 9 მ.), როუზი (18 ქ.), ბატლერი (17 ქ.), სნელი (11 ქ.), მური (11 ქ.), ბრუქსი (6 ქ.), გიბსონი (5 ქ. 10 მ.), გასოლი (2 ქ. 6 ბ.)

“კლივლენდი”:ჯეიმსი (25 ქ. 10 მ. 5 პ. 1 ჩ.), ლავი (18 ქ.), უილიამსი (19 ქ.), ჯეფერსონი (10 ქ.), სმიტი (8 ქ.), დელავედოვა (6 ქ.), მოზგოვი (5 ქ.), ტომპსონი (2 ქ.), ვარეჯაო (2 ქ.)

“გოლდენ სტეიტი” – “ნიუ ორლეანი” 111:95 (39:35, 20:14, 35:26, 17:20) VIDEO

“გოლდენ სტეიტი”:კარი (40 ქ. 7 პ. 6 მ.), ბოგუტი (12 ქ.), ეზელი (13 ქ.), გრინი (10 ქ.), სფეიტსი (9 ქ.), ტომპსონი (9 ქ.), ბარნსი (8 ქ.), ლივინგსტონი (6 ქ.), იგუადალა (2 ქ.)

“ნიუ ორლეანი”: დევისი (18 ქ. 6 მ.), სმიტი (14 ქ.), კანინგჰემი (13 ქ.), პერკინსი (10 ქ.), ანდერსონი (9 ქ.), აჟინცა (6 ქ.)

0.139917