ფეხბურთი

15:18 | 27.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

როდრიგო სამ თვეს გამოტოვებს

“ვალენსიას” თავდამსხმელი როდრიგო მორენო ტრავმის გამო დიდი ხანი ვერ შეძლებს თამაშს – იტყობინება “ღამურების” ოფიციალური ვებგვერდი.

24 წლის ფეხბურთელი “ატლეტიკოსთან” წაგებული (1:2) მატჩის 22-ე წუთზე დაშავდა და მოედნიდან საკაცით გასაყვანი შეიქნა. მორენოს გუშინ სრულფასოვანი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და დადგინდა, რომ მარცხენა მუხლის ჯვარედინი იოგები აქვს დაზიანებული. ის “ვალენსიას” სამი თვის განმალობაში ვერ დაეხმარება.

როდრიგომ მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

0.131224