ლეგედარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რობერტო კარლოსმა თავისი ოცნების გუნდი შეადგინა. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა საუკეთესო 11 ფეხბურთელში ადგილი თავისთვისაც გამოინახა. აღსანიშნავია, რომ გუნდში ძირითადად მადრიდის “რეალისა” და ბრაზილიის ნაკრების ის მოთამაშეები სჭარბობენ, რომელთა მხარდამხარ ბრაზილიელი განაპირა მცველი წლების განმავლობაში ირჯებოდა.
რობერტო კარლოსის ოცნების გუნდი შემდეგნაირია:
მეკარე: იკერ კასილიასი (ესპანეთი)
მცველები: კაფუ (ბრაზილია), ფაბიო კანავარო (იტალია), პაოლო მალდინი (იტალია), რობერტო კარლოსი (ბრაზილია)
ნახევარმცველები: ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი), კლოდ მაკელელე (საფრანგეთი), კლარენს ზეედორფი (ჰოლანდია), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია)
თავდამსხმელები: რონალდინიო (ბრაზილია), რონალდო (ბრაზილია)