ბერძნულ ჰალკიდიკიში გრძელდება ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში, სადაც ქართული დელეგაცია წარმატებით ასპარეზობს.
2 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით ლიდერთა შორის იმყოფებიან: ნინო ხომერიკი, გიორგი სიბაშვილი, ნიკოლოზ კაჭარავა, ლილე ქორიძე და დიანა ლომაია.
ცნობისთვის, მსოფლიო პირველობა 11 ტურად წარიმართება და გამარჯვებულთა ვინაობას 5 ნოემბერს შევიტყობთ.