ფეხბურთი

12:26 | 27.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჰოფენჰაიმი” სტევენსმა ჩაიბარა

ჰოლანდიელი სპეციალისტი ჰუბ სტევენსი “ჰოფენჰაიმის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. როგორც გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ახალ თავკაცთან გაფორმებული კონტრაქტი ძალაში 2016 წლის 30 ივნისამდე იქნება.

61 წლის სტევენსმა ჰოფენჰაიმელთა სათავეში მარკუს გისდოლი შეცვალა, რომლის დათხოვნის მიზეზი გუნდის მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგები გახდა. “ჰოფენჰაიმმა” ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებული 10 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და სატურნირო ცხრილში 6 ქულით სახიფათო ზონაში, მე-17 ადგილზე იმყოფება.

სტევენსს ხანგრძლივი სამწვრთნელო კარიერის უმეტესი ნაწილი სწორედ გერმანიაში გაუტარებია. წვრთნიდა “შალკეს”, “ჰერტას”, “კიოლნს” და “ჰამბურგს”, ბოლო ერთი წელი კი “შტუტგარტში” საქმიანობდა და გუნდი გასული სეზონის ბოლოს დატოვა.

0.113937