პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ინგლისის ჩემპიონატის მე-10 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, სამი მოთამაშე “სუონსიდანაა” წარდგენილი, რომელმაც გასვლაზე “ასტონ ვილას” დამარცხება მოახერხა (2:1).
მე-10 ტურის საუკეთესო გუნდი ასეთია:
მეკარე: პიოტრ ჩეხი (“არსენალი”);
მცველები: ჯონი ევანსი (“ვესტ ბრომვიჩი”), კურტ ზუმა (“ჩელსი”), კაილ ნოუტონი (“სუონსი”), აარონ კრესველი (“ვესტ ჰემი”);
ნახევარმცველები: ალმენ აბდი (“უოტფორდი”), კრის ბრანტი (“ვესტ ბრომვიჩი”), გილფი სიგურდსონი, ანდრე აიუ (ორივე “სუონსი”);
თავდამსხმელები: ჯორდან აიუ (“ასტონ ვილა”), მაურო ზარატე (“ვესტ ჰემი”).