42 წლის რობერტო კარლოსმა ბრაზილიის ნაკრების გაწრთვნის სურვილი გამოთქვა.
“ჩემი ოცნებაა ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი გავხდე. თუ რამე შემოთავაზება იქნება, მაშინვე დავთანხმდები. ასისტენტად კაფუს ავიყვან, ჩვენ ორივეს დიდი გამოცდილება გვაქვს. თუ ეროვნული ნაკრები ჩავიბარე არც ნეიმარი და არც მარსელო კაპიტანი არ იქნებიან. გუნდში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ტიაგო სილვას მიენიჭება” – განაცხადა რობერტო კარლოსმა.
ისიც ვთქვათ, რომ ამჟამად, ბრაზილიელი “დელი დინამოს” წვრთნის.