საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრებისთვის მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატის დასკვნითი დღე წარუმატებელი გამოდგა. დღეს აბუ დაბის ტატამზე ორი ქართველი გავიდა და ორივე საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა.
100 კილოგრამ წონით კატეგორიაში კიმონო ჯაბა მუმლაძემ მოირგო და გამარჯვებითაც დაიწყო – პირველ წრეში გერმანელი იოჰანეს ფრეი ვაზარით ჩამოიშორა, მაგრამ რუსეთის ნაკრების წევრ ოლეგ აბაევთან ვაზარითვე დამარცხდა და ჩემპიონატს გამოეთიშა.
მძიმე წონის მსოფლიო კონკურენციაში საქართველოს სახელით ევროპის მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი ჩაერთო. ეგვიპტელი აჰმედ ვაჰიდისა და ყაზახი იალამან იერგალიევის იპონ-იპონ ძლევის შემდეგ მეოთხედფინალში იაპონელ გენტა ტანაკასთან სუფთად წააგო და რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, სადაც ბრაზილიელ ჟოაო სესარინო სილვას ვერ გასცდა და საბოლოოდ მე-7 ადგილს დასჯერდა.
არაოფიციალურ საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ვაჟთა და გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებებმა 82 ქვეყნის ნაკრებებს შორის მე-4 ადგილი დაიკავა.
მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატი სამშაბათს, გუნდური პირველობით დაგვირგვინდება, რომელშიც მონაწილეობას 14 ნაკრები მიიღებს. საქართველოს ვაჟთა ნაკრები საქმეში მეორე წრიდან ჩაერთვება, ბელარუსსა და კანადას შორის გამარჯვებულთან შეხვედრით. წარმატების შემთხვევაში კი ნახევარფინალში სავარაუდოდ სამხრეთ კორეას ან გერმანიას დაუპირისპირდება.
საქართველოს უმთავრესი კონკურენტები იაპონია და რუსეთი სატურნირო ბადის მეორე მხარეს მოხვდნენ.
ძიუდო
მსოფლიო ჩემპიონატი
ახალგაზრდები
აბუ დაბი
23-26 ოქტომბერი
ვაჟები
55 კგ
1 მაგჟან შამშადინი (ყაზახეთი)
2 ჰარიმ ლი (სამხრეთ კორეა)
3 ირაკლი კუპატაძე (საქართველო)
3 ამარტუვშინ ბაიარაა (მონღოლეთი)
60 კგ
1 რიუიუ ნაგაიამა (იაპონია)
2 ცოგტბაატარ ცენდოჩირი (მონღოლეთი)
3 ვალიდ ხიარი (საფრანგეთი)
3 ჩანიონგ კიმი (სამხრეთ კორეა)
66 კგ
1 მასაია ასარი (იაპონია)
2 ალბერტო გაიტერო მარტინი (ესპანეთი)
3 დანიელ კარნინი (ბრაზილია)
3 ჰიდეიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)
73 კგ
1 ჰეონჩეოლ კანგი (სამხრეთ კორეა)
2 თამაზ კირაკოზაშვილი (საქართველო)
3 მარტინ ჰოჟაკი (სლოვენია)
3 ლინკოლნ ნევესი (ბრაზილია)
81 კგ
1 ფრანკ დე ვიტი (ჰოლანდია)
2 სოტარო ფუჯივარა (იაპონია)
3 ვიქტორ მაკუხა (უკრაინა)
3 ივან ფელიპე სილვა მორალეში (კუბა)
90 კგ
1 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)
2 ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი)
3 ფირუდინ დადაშოვი (აზერბაიჯანი)
3 პიოტრ კუჩერა (პოლონეთი)
100 კგ
1 ნიაზ ილიასოვი (რუსეთი)
2 ლეონარდო გონსალვეში (ბრაზილია)
3 ნიკიტა აზაროვი (ყაზახეთი)
3 ანტონ სავიცკი (უკრაინა)
+100 კგ
1 ტამერლან ბაშაევი (რუსეთი)
2 ჯენტა ტანაკა (იაპონია)
3 იუსელ ოგავა (იაპონია)
3 მესი კატანგა (საფრანგეთი)
7 გურამ თუშიშვილი (საქართველო)
გოგონები
44 კგ
1 ჰიეკიეონგ ლი (სამხრეთ კორეა)
2 რიკო იგარაში (იაპონია)
3 ნარანცეცეგ განბაატარი (მონღოლეთი)
3 რიტა რეისი (ბრაზილია)
48 კგ
1 ფუნა ტონაკი (იაპონია)
2 მარუს შტანგარი (სლოვენია)
3 სეფორა კორჩერი (საფრანგეთი)
3 მიკოტო ცუნემი (იაპონია)
52 კგ
1 დისტრა კრასნიქი (კოსოვო)
2 მარიამ ჯანაშვილი (საქართველო)
3 მარიანა ესტევესი (პორტუგალია)
3 ასტრიდ ნეტო (საფრანგეთი)
57 კგ
1 ჰარუკე ფუნაკუბო (იაპონია)
2 სტეფანია ადელინა დობრე (რუმინეთი)
3 სარა ჰარაჩი (საფრანგეთი)
3 ანდრეა ლესკი (სლოვენია)
63 კგ
1 ნამი ნაბეკურა (იაპონია)
2 დიანა ჟიგაროსი (რუსეთი)
3 ლარა რეიმანი (გერმანია)
3 ლუსი რენშალი (ბრიტანეთი)
70 კგ
1 სზაბინა გერშაკი (უნგრეთი)
2 რემი აოიაგი (იაპონია)
3 ნატაშა აუსმა (ჰოლანდია)
3 ლისა დოლინგერი (გერმანია)
78 კგ
1 ბრიგიტა მატიჩი (ხორვატია)
2 კლარა აპოტეკარი (სლოვენია)
3 ჯული ჰოელტერჰოფი (გერმანია)
3 ანა მარია ვაგნერი (გერმანია)
+78 კგ
1 ვაკაბა ტომიტა (იაპონია)
2 კამილა ნოგეირა (ბრაზილია)
3 მი ჯინ ჰანი (სამხრეთ კორეა)
3 ელიზავეტა კალანინა (უკრაინა)
გუნდური ჩათვლა. ვაჟები და გოგონები
1 | იაპონია | 6 | 4 | 2 | 0 | 0 |
2 | სამხრეთ კორეა | 2 | 1 | 2 | 1 | 0 |
3 | რუსეთი | 2 | 1 | 0 | 4 | 2 |
4 | საქართველო | 1 | 2 | 1 | 0 | 1 |
5 | ჰოლანდია | 1 | 0 | 1 | 2 | 2 |
6 | ყაზახეთი | 1 | 0 | 1 | 2 | 0 |
7 | ხორვატია | 1 | 0 | 0 | 1 | 1 |
8 | უნგრეთი | 1 | 0 | 0 | 0 | 1 |
9 | კოსოვო | 1 | 0 | 0 | 0 | 0 |
10 | ბრაზილია | 0 | 2 | 3 | 2 | 1 |