ფეხბურთი

17:05 | 26.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯანლუიჯი, ოღონდ ბუფონი არა...

“მილანისა” და იტალიის 17-წლამდელთა ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას “სასუოლოსთან” მატჩისას სერია A-ში დებიუტი 16 წლის და 8 თვის ასაკში ჰქონდა. ამ მაჩვენებლით იმედისმომცემი კიპერი კალჩოს ისტორიაში მეორეა.

სერია A-ში ამ მაჩვენებლით პირველი ჯანლუკა პაკიაროტი გახლავთ, რომელსაც დებიუტი 1980 წელს, 16 წლის და 6 თვის ასაკში ჰქონდა.

დინარუმას შანსი ჯერ კიდევ ზაფხულის წინასასეზონო შეკრებაზე მიეცა და მადრიდის “რეალთან” მატჩში ტონი კროოსს პენალტიც აუღო.

იგი 1999 წლის 25 თებერვალს კასტელამარე დი სტაბიაში დაიბადა. 2013 წლამდე ჯანლუიჯი “ნაპოლი კასტელამარეში” თამაშობდა, შემდეგ კი “ინტერში” გადასვლა შეეძლო, მაგრამ “მილანი” აირჩია და ამ ორ წელიწადში ძირითად გუნდში ამოჰყო თავი.

ჯანლუიჯის ბევრი სამშობლოში ლეგენდარულ მოსახელე ბუფონთან აიგივებს. დონარუმამ ჯიჯის ერთ ნიუანსში უკვე აჯობა - სერია A-ში დებიუტი მასზე პატარა ასაკში ჰქონდა.

0.115103