არნემის “ვიტესის” კაპიტანმა გურამ კაშიამ ამსტერდამის “აიაქსთან” წაგებული (1:3) შეხვედრა შეაფასა. ქართველმა მცველმა აღნიშნა, რომ მის გუნდს წარმატების მისაღწევად გამოცდილება არ ეყო.
“პირველი ტაიმში ბევრი მომენტი არცერთს არ გვქონია. მერე 1:0 დავწინაურდით, მაგრამ თამაშზე კონტროლი დავკარგეთ. “აიაქსი” უკეთ ათამაშდა და მატჩის სურათი მთლიანად შეიცვალა. ჩვენ კარგი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ გამოცდილება დაგვაკლდა”, - თქვა კაშიამ.
“ვიტესისა” და “აიაქსის” აღნიშნული მატჩი სტუმრებმა 3:1 მოიგეს. არადა, 54-ე წუთზე, “ვიტესი” ქართველი ვალერი ყაზაიშვილის გოლით დაწინაურდა, მაგრამ დარჩენილ დროში მასპინძლებმა სამი უპასუხო გოლი გაუშვეს და დამარცხდნენ.