ფეხბურთი

12:18 | 26.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მასკერანოს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

კატალონიური “ბარსელონას” არგენტინელ უნივერსალ ხავიერ მასკერანოს, “ეიბართან” 3:1 მოგებული მატჩისას გამოვლენილი თავშეუკავებლობა, შესაძლოა, ელ-კლასიკოს გამოტოვებად დაუჯდეს.

31 წლის ფეხბურთელმა, გუშინდელი შეხვედრის 83-ე წუთზე გვერდით მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პირდაპირ წითელი ბარათით დაისაჯა.

ახლა მისი ბედი ლა ლიგის დისციპლინარული კომიტეტის ხელშია, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს რამდენი მატჩით დასჯის არგენტინელს. როგორც წესი, მსგავსი დანაშაულისთვის ესპანეთში 4-მატჩიანი სასჯელია გათვალისწინებული.

თუ მასკერანოს ოთხმატჩიან დისკვალიფიკაციას მიუსჯიან, ის გუნდს ჩემპიონატის სამ შეხვედრაში - “ხეტაფესთან”, “რეალთან” და “ვილიარელთან” და ქვეყნის თასზე “ვილიანოვენესთან” ვერ დაეხმარება.

0.111259