ბექა ბურჯანაძის “კორუნამ” ესპანეთის რანგით მე-2 ლიგა ლებ-გოლდის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა, რაშიც ქართველმა კალათბურთელმა დიდი წვლილი დაიდო.
მე-4 ტურში კორუნელებმა “ბრეოგანი” 71:62 დაამარცხეს, რასაც საფუძველი პირველივე მეოთხედში დაუდეს. მასპინძლებმა საწყისი ათწუთეული 29:14 დაასრულეს.
ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 26:18 წუთში 16 ქულა, 9 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი და 2 ჩაჭრა მითვალა.
ბექამ 4-დან 1 ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
ბურჯანაძის კლუბმა უკანასკნელ მე-16 პოზიციას თავი დააღწია, მომდევნო შეხვედრას კი 1 ნოემბერს სტუმრად, “პალმასთან” ჩაატარებს.