ინგლისის ჩემპიონატის მე-10 ტურის დარჩენილი ოთხი შეხვედრა დღეს გაიმართა. განსაკუთრებულ ინტერესს რაღა თქმა უნდა მანჩესტერული დერბი იწვევდა, თუმცა კლუბებმა გულშემატკივრები იმედი აშკარად ვერ გაამართლეს და “ოლდ ტრაფორდზე” ერთმანეთს უგოლოდ გაეყარნენ.
შეხვედრა ძალიან მოსაწყენად წარიმართა და თითზე ჩამოსათვლელი მომენტი შეიქმნა. პირველ ნახევარში გუნდებს კარის მიმართულებით ზუსტადაც არ დაურტყამთ, ხოლო მეორე ტაიმში “იუნაიტედს” ორჯერ შეეძლო გატანა, ჟეს ლინგარდმა ერთ შემთხვევაში ხარიხას გაარტყა, ხოლო მეორე ეპიზოდში ჯო ჰარტს ვერ აჯობა – 0:0.
“სანდერლენდმა” ტაინ-უირის დერბიში “ნიუკასლს” უმასპინძლა, დიდი ანგარიშით დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. “შავი კატების” უპირატესობა პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც კოლოჩინიმ პენალტი აიკიდა და ამასთან, წითელი ბარათი დაიმსახურა. 11-მეტრიანი ადამ ჯონსონმა შეასრულა ზუსტად და ტაიმი 1:0 დასრულდა.
სემ ელარდაისის შეგირდებმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს და მეორე ნახევარში კიდევ ორი გოლი გაიტანეს. 65-ე წუთზე სხვაობა ჯონსმა გაზარდა, ხოლო 86-ე წუთზე სტივენ ფლეტჩერმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.
ლონდონის “ტოტენჰემი” გასვლაზე “ბორნმუთს” დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ პირველივე წუთზე აგებდა დიდი ანგარიშით მოახერხა გამარჯვება. რიტჩის გოლს კეინმა სამი გატანილი გოლით უპასუხა, ხოლო თითო ბურთის გატანა დემბელემ და ლამელამ შეძლეს.
ტურის დასკვნითი შეხვედრა “ენფილდ როუდზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “ლივერპულმა” “საუთჰემპტონი” მიიღო და შინ ქულა გაატანა. იურგენ კლოპი მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო გამარჯვებასთან ახლოს გახლდათ. მასპინძლები 77-ე წუთზე კრისტიან ბენტეკემ დააწინაურა, თუმცა ცხრა წუთში სადიო მანეს მისცეს გოლის გატანის საშუალება და კლოპის ხელმძღვანელობით “წითლებმა” კვლავ ფრედ (მესამედ) ითამაშეს – 1:1.
სანდერლენდი – ნიუკასლი 3:0 (1:0)
სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”
სანდერლენდი (4-2-3-1): პანტელიმონი, ოში (კოატესი 37), ქაბული, იედლინი, ჯონსი, მ’ვილა, კატერმოლი, ტოივონენი (დეფო 36), ლენსი (ლარსონი 82), ა.ჯონსონი, ს.ფლეტჩერი.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
ნიუკასლი (4-4-2): ელიოტი, კოლოჩინი, მბემბა, დუმეტი (ტაუვინი 78), ჯანმაატი, კოლბეკი (ანიტა 49), ტიოტე (ლასკელესი 46), სისოკო, ვეინალდუმი, მიტროვიჩი, ა.პერესი.
მწვრთნელი: სტივ მაკკლარენი
გოლები: 1:0 ა.ჯონსონი (45+3), 2:0 ჯონსი (65), 3:0 ს.ფლეტჩერი (86)
გაფრთხილებები: ტიოტე, კოლბეკი
გაძევება: კოლიჩინი (45+1)
მსაჯი: რობერტ მედლი
ბორნმუთი – ტოტენჰემი 1:5 (1:3)
ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”
ბორნმუთი (4-4-1-1): ბორუცი, კუკი, დისტინი, დანიელსი, ფრანცისი, სურმანი, გოსლინგი, პუგი (სმიტი 75), რიტჩი, კინგი (ო’კეინი 61), მურეი (კერმორგანტი 68).
მწვრთნელი: ედი ჰოუ
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, უოლკერი (ტრიპიერი 82), როუზი, ალი, დაიერი, დემბელე (მეისონი 68), ლამელა, ერიკსენი, კეინი (ნჯიე 85).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
გოლები: 1:0 რიტჩი (1), 1:1;1:4;1:5 კეინი (9 პენ;56;63), 1:2 დემბელე (17), 1:3 ლამელა (29)
გაფრთხილებები: როუზი
მსაჯი: როჯერ ისტი
მანჩესტერ იუნაიტედი – მანჩესტერ სიტი 0:0
მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”
მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, ჯონსი, სმოლინგი, როხო, ვალენსია (დარმიანი 81), შვაიშტაიგერი (ფელაინი 75), შნეიდერლენი, მატა (ლინგარდი 67), ერერა, მარტიალი, რუნი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, ოტამენდი, მანგალა, კოლაროვი, სანია, ფერნანდო, ფერნანდინიო, ტურე (დემიჩელისი 77), სტერლინგი (ნავასი 55), დე ბრუინი, ბონი (აიჰენაჩო 83).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
გაფრთხილებები: მატა, შნეიდერლენი – ფერნანდინიო, კომპანი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ლივერპული – საუთჰემპტონი 1:1 (0:0)
ლივერპული, “ენფილდ როუდი”
ლივერპული (4-2-3-1): მინოლე, სახო, შკრტელი, კლაინი, მორენო, ჩანი, ლეივა, კოუტინიო (აიბი 83), ლალანა (ფირმინო 67), მილნერი, ორიჯი (ბენტეკე 46).
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
საუთჰემპტონი (4-2-3-1): შტეკელენბურგი, ვან დეიკი, ფონტე, ბერტრანი, სოარეში, ვანიამა, კლასი (ხუანმი 76), ს.დევისი (გ.რამირესი 80), მანე, ტადიჩი (უარდ-პროუსი 64), პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
გოლები: 1:0 ბენტეკე (77), 1:1 მანე (86)
გაფრთხილებები: მილნერი – მანე
გაძევება: მანე (93)
მსაჯი: ანდრე მარინერი