ძიუდო

19:45 | 25.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია (+VIDEO)

ბექა ღვინიაშვილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მან აბუ დაბიში მიმდინარე შეჯირბზე ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგო და არც ერთ დაპირისპირებაში მცირე პრობლემაც კი არ შექმნია. მან ყველა შეხვედრა იპონით მოიგო და ჯამში ხუთი შეხვედრის მოგებას 5 წუთი და 37 წამი მოანდომა. ბექა ღვინიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის თავისი მეოთხე მედალი მოიპოვა, რაც ვაჟებს შორის სარეკორდო შედეგია. მსოფლიო ძიუდოს ისტორიაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბექა ღვინიაშვილის გარდა, ორ მედალზე მეტი არავის მოუპოვებია. წლეულს ბექა ღვინიაშვილმა ასევე მოიგო ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის.

www.gjf.ge

0.115077