ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი, რომელიც ბოლო პერიოდში ფიუჩერსის რანგის ტურნირებში ყოჩაღობდა, ატპ-ს მიერ ორგანიზებულ შეჯიბრში ჩაება, თუმცა, წარმატებას ვერ მიაღწია.
მეტრეველმა ძალები ესპანეთის ქალაქ ვალენსიას ღია ტურნირის (საპრიზო ფონდი 604 155 ევრო) საკვალიფიკაციო ტურნირში სცადა და საწყის რაუნდში ესპანელ ალბერტ მონტანესთან 3:6, 6:7 (0:7) დამარცხდა.