კალათბურთი

10:51 | 25.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

პოპოვიჩი “დრიმ თიმს” ჩაიბარებს

“სან ანტონიო სპურსის” 66 წლის ლეგენდარული მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი 2017-2020 წლებში ამერიკის საკალათბურთო ნაკრებს გაწრთვნის. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ამერიკის ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა ჯერი კოლანჯელომ დაადასტურა.

“დრიმ თიმის” ახლანდელი მწვრთნელი მაიკ ჟიჟევსკი ნაკრებს რიოს 2016 წლის ოლიმპიადის შემდეგ დატოვებს.

როგორც ჩანს, 2017 წელს პოპოვიჩის და “სან ანტონიოს” 21 წლიანი ურთიერთობა დასრულდება. გრეგმა ტეხასური კლუბი 1996 წელს ჩაიბარა და გუნდთან ერთად ნბა-ს 5-გზის ჩემპიონი გახდა (1999, 2003, 2005, 2007, 2014).

0.14033