ფეხბურთი

1:06 | 25.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

აიუებმა “ვილა პარკი” აიღეს, “არსენალი” გალიდერდა

ინგლისის ჩემპიონატის მე-10 ტურის პირველ სათამაშო დღეს ექვსი შეხვედრა გაიმართა და გათამაშების ლიდერი მინიმუმ ერთი დღით შეიცვალა. ლონდონის “არსენალმა” შინ “ევერტონი” დაამარცხა, 22 ქულა დააგროვა და “მანჩესტერ სიტის” 1 ქულით გაუსწრო, რომელიც დღეს “ოლდ ტრაფორდზე” თანაქალაქელ “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდება.

“ემირათს სთედიუმზე” მატჩის მთავარი მოვლენები პირველი ტაიმის ბოლოსკენ განვითარდა. 36-ე წუთზე მესუთ ოზილის ჩაწოდებულს ოლივიე ჟირუ გამოეხმაურა და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა, ხოლო ორ წუთში კასორლას მოწოდებული სტანდარტული კიდევ ერთი ფრანგის, ამჯერად ლორან კოშელნის ზუსტი თავურით დასრულდა. 44-ე წუთზე როს ბარკლიმ წონასწრობა მინიმალურამდე შეამცირა და ტაიმი 2:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში ანგარიშის შეცვლა ორივე კლუბს შეეძლო. მასპინძელთაგან მესუთ ოზილმა ძელს გაარტყა, ხოლო ოლივიე ჟირუმ ხარიხას. მერსისაიდელთაგან გოლის გატანა შეეძლოთ რომელუ ლუკაკუსა და ჟერარ დეულოფეუს, ბელგიელის თავური ხარიხამ უკუაგდო, ხოლო ესპანელს პიოტრ ჩეხმა აჯობა – 2:1. “არსენალი” მინიმუმ ერთი დღით პრემიერლიგის ლიდერია.

მიმდინარე სეზონში “ვესტ ჰემი” მეოთხე ძლიერ კლუბს დაუპირისპირდა და ამჯერადაც გამარჯვებული დარჩა. სლავენ ბილიჩის შეგირდებმა “ბოლეინ გრაუნდზე” კრიზისში მყოფი თანაქალაქელი “ჩელსი” მიიღეს და მინიმალური სხვაობით დაამარცხეს.

“ჩაქუჩებმა” პირველი ნახევარი მაურო ზარატეს გოლით მოიგეს. ამასთან, ნემანია მატიჩმა 44-ე წუთისთვის მეორე გაფრთხილება მიიღო და “ჩელსიმ” მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლულმა ჩაატარა. მიუხედავად ამისა, “არისტოკრატებმა” წონასწორობის აღდგენა მაინც შეძლეს – 56-ე წუთზე გარი კეჰილმა ახლო მანძილიდან მოახერხა გატანა, თუმცა გამარჯვება მაინც მასპინძლებს დარჩათ. შეცვლაზე შემოსულმა ენდრიუ კეროლმა 79-ე წუთზე ზუსტი თავურით ბეგოვიჩი დაამწუხრა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა – 2:1. “ვესტ ჰემი” 20 ქულით მე-3 ადგილზეა, ხოლო “ჩელსი” 11 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს.

საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა “ვილა პარკზე”, სადაც ადგილობრივმა “ასტონ ვილამ” “სუონსის” უმასპინძლა. აღნიშნულ შეხვედრაში ძმების ჯორდან და ანდრე აიუების დაპირისპირება შედგა და ორივე მათგანმა გოლის გატანა მოახერხეს. ანგარიში ჯორდანმა 62-ე წუთზე გახსნა, რასაც ექვს წუთში სიგურდსონმა შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. შეხვედრის ბოლოს კი, ანდრეს ჯერი დადგა, რომელიც 87-ე წუთზე ნოუტონის გადაცემას გამოეხმაურა და ძმის გუნდი უქულოდ დატოვა – 1:2. “ასტონ ვილას” მდგომარეობა საგანგაშოა. კლუბმა 10 მატჩიდან 8 წააგო, 1 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და მე-19 ადგილზე იმყოფება. შესაძლოა, ტიმ შერვუდმა გუშინ ბოლოჯერ უხელმძღვანელა ბირმინგემულ კლუბს.

მორიგი მატჩი მოიგო “ლესტერმა”, რომელმაც შინ “კრისტალ პალასი” დაამარცხა. ერთადერთი გოლი შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ჯეიმი ვარდიმ გაიტანა, რომელსაც მიმდინარე პრემიერლიგაში უკვე 10 გოლი დაუგროვდა.

“ვესტ ბრომვიჩმა” სალომონ რონდონის გოლით “ნორვიჩს” აჯობა გასვლაზე, ხოლო “უოტფორდმა” სტუმრად “სტოკი” დაამარცხა.

ასტონ ვილა – სუონსი 1:2 (0:0)

ბირმინგემი, “ვილა პარკი”

ასტონ ვილა (4-2-3-1): გუზანი, რიჩარდსი, ლესკოტი, რიჩარდსონი, ჰატონი, ბაკუნა, გაიე, გრელიში (ხილი 74), აგბონლაჰორი (ა.ტრაორე 85), ჯ.აიუ, ჟესტედი.
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, ფერნანდესი, უილიამსი, ნოუტონი, ნ.ტეილორი, კი, შელვი (კორკი 85), ა.აიუ, სიგურდსონი, მონტერო (ბაროუ 76), გომისი (ედერი 90).
მწვრთნელი: გარი მონკი

გოლები: 1:0 ჯ.აიუ (62), 1:1 სიგურდსონი (68), 1:2 ა.აიუ (87)
გაფრთხილებები:
რიჩარდსი, რიჩარდსონი – ნოუტონი, უილიამსი, სიგურდსონი
მსაჯი: ნილ სვერბრიკი

ლესტერი – კრისტალ პალასი 1:0 (0:0)

ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”

ლესტერი (4-4-1-1): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, ფუჩსი, სიმპსონი, დრინკვოთერი, კანტე, ოლბრიტონი (ოკაზაკი 63), მაჰრეზი (დაიერი 79), ვარდი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, ჰანგელანდი, დანი, კელი, მარიაპა (იედინაკი 76), მაკარტური, კაბაიე, პანჩონი (ზაჰა 68), ბოლასი, საკო, კემპბელი (ბემფორდი 57).
მწვრთნელი: ალან პარდიუ

გოლი: ვარდი (59)
გაფრთხილებები: სიმპსონი, შლუპი, ვარდი – ზაჰა
მსაჯი: მაიკლ დინი

ნორვიჩი – ვესტ ბრომვიჩი 0:1 (0:0)

ნორვიჩი, “ქეროუ როუდი”

ნორვიჩი (4-4-1-1): რუდი, ბასონგი, ბენეტი, მარტინი, ბრედი, ჰოუსონი, ტეტი, რედმონდი, იარვისი, ჰულაჰანი (ჯერომი 78), მბოკანი.
მწვრთნელი: ალექს ნილი

ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): მაიჰილი, ევანსი, მაკოლი, დოუსონი, ბრანტი, იაკობი, დ.ფლეტჩერი, მაკკლინი, სესენიონი, ბერაჰინო (გარდნერი 88), რონდონი (ლამბერტი 74).
მწვრთნელი: ტონი პულისი

გოლი: რონდონი (46)
გაფრთხილებები: ჰოუსონი – ბრანტი, მაკკლინი
მსაჯი: კევინ ფრენდი

სტოკი – უოტფორდი 0:2 (0:1)

სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”

სტოკი (4-2-3-1): ბატლანდი, კამერონი (უილსონი 9), ვოლშაიდი, პიტერსი, გ.ჯონსონი, ველანი, ადამი, არნაუტოვიჩი, კრკიჩი, შაქირი (უოლტერსი 60), ხოსელუ (კრაუჩი 61).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

უოტფორდი (4-2-3-1): გომეში, კეტკარტი, ბრიტოსი, აკე, ნიომი, უოტსონი, კაპუ, აბდი (ბეჰრამი 78), ანია (პარადესი 66), დინი, იგალო (გედიურა 89).
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

გოლები: 0:1 დინი (43), 0:2 აბდი (69)
გაფრთხილებები: ველანი, პიტერსი, ადამი – იგალო
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

ვესტ ჰემი – ჩელსი 2:1 (1:0)

ლონდონი, “ბოლეინ გრაუნდი”

ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი, კოლინსი, ტომკინსი, ჯენკინსონი, კრესველი, ნობლი (ოგბონა 92), კუაიტე, პაიე, ზარატე (კეროლი 69), პაიე, ლანცინი (ობიანგი 82), სახო.
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, კეჰილი, ტერი, ზუმა, აზპილიკუეტა (ბაბა 87), მატიჩი, რამირესი (ფალკაო 82), ფაბრეგასი (მიკელი 46), ვილიანი, აზარი, კოშტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 1:0 ზარატე (17), 1:1 კეჰილი (56), 2:1 კეროლი (79)
გაფრთხილებები: კუაიტე – აზპილიკუეტა, მატიჩი, ფაბრეგასი, კოშტა, ვილიანი, მიკელი
გაძევება: მატიჩი (44)
მსაჯი: ჯონათან მოსი

არსენალი – ევერტონი 2:1 (2:1)

ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, პაულისტა, კოშელნი, მონრეალი, ბელერინი, კოკლენი, კასორლა, ოზილი, სანჩესი (გიბსი 89), ჩემბერლენი (ფლამინი 81), ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, იაგიელკა (მორი 52), სტოუნზი, კოულმენი (კონე 89), გალოვეი, ბერი, მაკკარტი, ბარკლი, დეულოფეუ, ლენონი (მირალაში 70), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლები: 1:0 ჟირუ (36), 2:0 კოშელნი (38), 2:1 ბარკლი (44)
გაფრთხილებები: კოკლენი, ჟირუ – ბერი
გაძევება: ბერი (94)
მსაჯი: ლი მეისონი

0.15309