ფეხბურთი

0:38 | 25.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" და "ბაიერი" თავისას არ იშლიან

“ბაიერნი” თავისი რეკორდის გაუმჯობესებას შეუდგა. “რეკორდმაისტერმა” “ალიანს არენაზე” “კიოლნი” ცალი ფეხით დაამარცხა და ნათელია, რომ პეპ გვარდიოლას გუნდის გამჩერებელი მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში ნაკლებად ჩანს. ყოველშემთხვევაში აქამდე გამართულ 10 ტურში გერმანიის უძლიერესმა გუნდმა მეტოქეებს შანსი არ დაუტოვა. გასაკვირი არაა, რომ მას მედგრად ვერც “კიოლნი” დაუდგა. “თხების” რბევა გამოჯანმრთელებულმა არიენ რობენმა დაიწყო და ტომას მიულერმა დაასრულა. ამ გოლებს შორის თავის გამოჩენა არტურო ვიდალმა და რაღა თქმა უნდა, რობერტ ლევანდოვსკიმაც მოახერხეს.

როგორც ჩანს, ლევერკუზენის “ბაიერს” ფეხბურთის თამაში მაშინ ახსენდება, როცა ორბურთიანი სხვაობით აგებს. ასე იყო სამშაბათს, “რომასთან” და ახლაც, “შტუტგარტთან”. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მაგრამ მეორე ნახევარში “ბაი არენაზე” შეკრებილმა გულშემატკივარმა 7 გატანილი გოლი იხილა. მეორე 45 წუთის პირველი ნაწილი სტუმრების აღმოჩნდა და “შვაბებმა” ანგარიში 3:1 წაიყვანეს, თუმცა მათ “რომასგან” ცუდი მაგალითი აიღეს. შესაბამისად, დარჩენილ დროში “ფარმაცევტებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და თამაში მოიგეს. გამარჯვების ბურთი კი მეჰმედიმ 89-ე წუთზე გაიტანა, იმ მეჰმედიმ, რომელმაც “რომასთანაც” ბოლოში გატანილი გოლით როჯერ შმიდტის გუნდს ქულა გადაურჩინა...

დებიუტანტ “დარმშტადთან” მატჩში ამბიციური “ვოლფსბურგი” უპირატესობა მთელი თამაში ფლობდა, მაგრამ გოლის გატანას ვერაფრით ახერხებდა. ეს იყო და, დიტერ ჰეკინგმა იულიან დრაქსლერის ნაცვლად მოედანზე დანიელ კალიჯური გაიყვანა. სწორედ მან მოახერხა 78-ე წუთზე “მგლებისთვის” სასიცოცხლო მნიშველობის გოლის გატანა.

როგორც იქნა, მოიგო ბრემენის “ვერდერმა”. მუსიკოსები” თავის კალიბრ “მაინც” ეწვივნენ და საქმე პირველი ტაიმში მოუმთავრეს, როცა 3:0 დაწინარუდნენ. მასპინძლები დარჩენილ 45 წუთში მხოლოდ პრესტიჟის გოლს გამორჩნენ. ამ გამარჯვებით ვიქტორ სკრიპნიკის გუნდმა ზედიზედ 4 მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა.

აუტსაიდერების, “ჰანოვერისა” და ფრანკფურტის “აინტრახტს” შორის უფრო ძლიერი სტუმრები აღმოჩნდნენ. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა, ხოლო მეორე ნახევარში თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ, თუმცა მათ სიხარული არ დასცალდათ. არმინ ვეჰის შეგირდებმა, კერძოდ, სტენდერამ 10 წუთიან ინტერვალში 2 გოლი შეგადო და თავისიანებს მოაგებინა.

“ლევერკუზენი” – შტუტგარტი” 4:3 (0:0)

ლევეკრუზენი, “ბაი არენა”

მაყურებელი: 30 210

“ლევერკუზენი” (4-4-2): ლენო; ბოენიში, ტაჰი, ტოპრაკი (პაპადოპულოსი 67), ვენდელი; მეჰმედი, ჩალჰანოღლუ, კამპლი, ბრანდტი (ბელარაბი 57); ჩიჩარიტო, კისლინგი (იურჩენკო 87)

მწვრთნელი: შმიდტი

“შტუტგარტი” (4-3-1-2): ტიტონი; კლეინი, სუნჯიჩი, ბაუმგარტი, ინსუა; გრუეზო (ფერატი 46, რისტი 79), შვააბი, რუპი; დიდავი; ჰარნიკი, ვერნერი (კლემენტი 85)

მწვრთნელი: ზორნიგერი

გოლები: 0:1 ჰარნიკი (50), 0:2 დიდავი (54), 1:2 ბელარაბი (57), 1:3 რუპი (60), 2:3 ბოენიში (70), 3:3 ჩიჩარიტო (71), 4:3 მეჰმედი (89)

გაფრთხილება: ბოენიში (86), მეჰმედი (90) - სუნჯიჩი (45), შვააბი (81), რისტი (90), ინსუა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (6) – 12 (6) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 6:4

მსაჯი: ბრიხი

“ბაიერნი” – “კიოლნი” 4:0 (2:0)

მიუნხენი, “ალიანს არენა”

მაყურებელი: 75 000

“ბაიერნი” (4-1-4-1): ნოიერი; ლამი, ბოატენგი (ხავი მარტინესი 62), ალაბა, რაფინია; ვიდალი; კომანი, რობენი (კიმიჩი 65), მიულერი (ალკანტარა 78), დუგლას კოშტა; ლევანდოვსკი

მწვრთნელი: გვარდიოლა

“კიოლნი” (5-4-1): ჰორნი; რისე, სორენსენი, მაროჰი, ჰეინტცი, ჰექტორი; ცოლერი (ჰოისნერი 71), ლემანი, ვოგტი, გერჰარტი (სვენტო 75); მოდესტე (ოსაკო 58)

მწვრთნელი: შტოგერი

გოლები: 1:0 რობენი (35), 2:0 ვიდალი (40), 3:0 ლევანდოვსკი (62), 4:0 მიულერი (77)

გაფრთხილება: რაფინია (55) – ლემანი (61)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 26 (14) – 4 (2) ბურთის ფლობა: 69%-31% კუთხურები: 10:0 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: მეიერი

“დარმშტადტი” – “ვოლფსბურგი” 0:1 (0:0)

დარმშტადტი, “მერკშტადიონი”

მაყურებელი: 15 800

“დარმშტადტი” (4-4-1-1): მატეინია; გარიჩსი (იუნვიტჩი 75), სულუ, კალდიროლა, დიასი; ჰელერი, გონდოფი, ნეიმეიერი (როზენტალი 83), რაუში (კემპე 77); საილერი; ვაგნერი

მწვრთნელი: შუსტერი

“ვოლფსბურგი” (4-4-1-1): ბენალიო; ტრაში, ნალდო, დანტე, როდრიგესი; ვიეირინია (შურლე 79), გუილავოჯი (არნოლდი 65), ლუის გუსტავო, დრაქსლერი (კალიჯური 75); კრუსე; დოსტი

მწვრთნელი: ჰეკინგი

გოლი: 0:1 კალიჯური (78)

გაფრთხილება: რაუში (59), ვაგნერი (62)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 19 (6) ბურთის ფლობა: 33%-67% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: პერლი

“ჰანოვერი” – “აინტრახტი” 1:2 (0:0)

ჰანოვერი, HDI არენა

მაყურებელი: 44 200

“ჰანოვერი” (4-2-3-1): ცილერი; საკაი, მარსელო, შულცი, ალბორნოზი; შმიედებახი (მაქსიმი 70), სანე; ანდრეასენი, კიოტაკე, კლაუსი (ფელიპე 85); სობიეხი

მწვრთნელი: ფრონცეკი

“აინტრახტი” (4-2-3-1): ჰრადეცკი; ჰასებე, ზამბრანო, რუსი, ჯაკპა; სტენდერა (ფლუმი 86), რეინარტცი (მოდოიევიჩი 54); აიგნერი (ჩანდლერი 90), მეიერი, ოცზიპკა; სეფერევოჩი

მწვრთნელი: ვეჰი

გოლები: 1:0 კლაუსი (51), 1:1 სტენდერა (57), 1:2 სტენდერა (66)

გაფრთხილება: სანე (54) - რიენარტცი (28), რუსი (35), სეფეროვიჩი (68), ზამბრანო (73)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 5 (4) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 3:2 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: ცვაიერი

“მაინცი” – “ვერდერი” 1:3 (0:3)

მაინცი, “კოფეის არენა”

მაყურებელი: 30 837

“მაინცი” (4-2-3-1): კარიუსი; ბალოგუნი; ბუნგერტი (ბროზინსკი 69), ბელი, ხარა; ბაუმგალტინგერი, ლატცა (დე ბლასისი 37); მორიტცი (ბენგსტონი 69); მალი, სამპეირო; მუტო

მწვრთნელი: შმიდტი

“ვერდერი” (4-1-4-1): ვიედვალდი; გებრე სელასიე, გალვეზი, ვესტერგაარდი, უ. გარსია (ს. გარსია 75); ბარგფრედე; ბარტლესი, ფრიტცი (ეგენშტეინი 88), გრილიტში, იუნუზოვიჩი; უჯა (პიზარო 82)

მწვრთნელი: სკრიპნიკი

გოლები: 0:1 უჯა (39), 0:2 უჯა (44), 0:3 ბარტლესი (45), 1:3 მუტო (90)

გაფრთხილება: ბალოგუნი (62), სამპეირო (79) - ფრიტცი (11)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (5) – 14 (8) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: ჰარტმანი

“ინგოლშტადტი” – “ჰერტა” 0:1 (0:1)

ინგოლშტადტი, “აუდი სპორტპარკი”

მაყურებელი: 15 000

“ინგოლშტადტი” (4-1-3-2): ოზჩანი; ლეველსი, მატიპი, ჰუბნერი, სუტნერი; ბრეგერიე; კრისტიანსენი (კაჩუნგა 81), გროსი, მორალესი (პეკჰარტი 67); ჰინტერსერი (ჰარტმანი 56), ლეჩკიე

მწვრთნელი: ჰასენჰუტლი

“ჰერტა” (4-2-3-1): იარშტეინი; ვეიზერი, ლანგკამპი, ლუსტენბერგერი, პლეტეჰარდტი;სკიელბრედი, დარიდა; კალუ (სიგერსი 87), ბაუმიოჰანი (ბაუმიოჰანი 57), სტოკერი (ვან დერ ბერგი 73); ჰარაგუჩი

მწვრთნელი: დარდაი

გოლი: 0:1 ვეიზერი (10)

გაფრთხილება: მორალესი (38), პეკჰარტი (90) – ლუსტენბერგერი (16), ლანგკამპი (30), პლეტენჰარდი (55)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (3) – 5 (1) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 8:2 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: შტეგემანი

თეგებიბუნდესლიგა
0.206111