ძიუდო

20:34 | 24.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვერცხლის დღე აბუ დაბიში

კირაკოზაშვილს სეზონის ოქროს დუბლამდე სამხრეთკორეელი ჰეონჩეოლ კანგის ძლევა დააკლდა. ამ უკანასკნელმა უილეთო შეხვედრაში, ორი გაფრთხილების უპირატესობით იმარჯვა.

ფინალამდე კირაკოზაშვილმა ოთხი მეტოქე ჩამოიშორა. შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და პაკისტანელ ნადეემ აკრამს წუთსა და 22 წამში მოუმთავრა საქმე. თურქ მურატ ბეკტაშს ვაზარით გასცდა. რუსეთის ნაკრების წევრი ურუსხან ბეკ ბალაევი და აზერბაიჯანელი ჰუსეინ რაჰიმლი კი იპონ-იპონ დაამარცხა.

მარიამ ჯანაშვილმა ფინალამდე ოთხ მეტოქეს აჯობა: ავსტრალიელ ტინკა ისტონს, ბელგიელ მირიამ ბლავიერს, მექსიკელ ჯენიფერ კრუზსა და კიდევ ერთი ბრიტანელ ჩელსი ჯილისს.

დღესვე მსოფლიო კონკურენციაში გიორგი გუგულაშვილი (66 კგ) და გიორგი კაციაშვილიც (73 კგ) ჩაერთნენ, მაგრამ ორივე საწყის ეტაპზევე დამარცხდა. ხვალ კი საქართველოს სახელით ტატამზე ლევან გუგავა, კობა მჭედლიშვილი (ორივე 81 კგ) და ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) გავლენ.

ვასილ მშვილდაძე

0.110612