ფეხბურთი

17:50 | 24.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები სლოვაკეთთან დამარცხდნენ

უნგრეთში მიმდინარე ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი გამართა საქართველოს ნაკრებმა. გოჩა ავსაჯანიშვილის შეგირდები სლოვაკეთს დაუპირისპირდნენ და დრამატულ ბრძოლაში 3:4 დამარცხდნენ.

ანგარიში ქართველებმა გახსნეს, მე-10 წუთზე პენალტი ზუსტად ბექა ქავთარაძემ შეასრულა. სწრაფმა გოლმა სლოვაკები ვერ გატეხა და მათ ჩვენს კარში ზედიზედ სამი გოლის გატანა მოახერხეს. 22-ე, 55-ე და 59-ე წუთებზე გუგეშაშვილის კარი გერებენითსმა, ვიციანმა და ვასკომ აიღეს. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი საქართველოს ნაკრები არ დანებდა და თამაშში დაბრუნება მაინც მოახერხა, 66-ე და 71-ე წუთებზე გოლები ნინუამ და ხარაბაძემ გაიტანეს. ჩვენდა სამწუხაროდ, ჯვაროსნებმა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და შეხვედრის უკანასკნელ წუთზე კოპასის გოლით სლოვაკებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში მასპინძელი უნგრეთი 1:2 დამარცხდა რუმინეთთან. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები შემდეგ შეხვედრას, 26 ოქტომბერს, სწორედ რუმინელებთან გამართავს.

საქართველო - სლოვაკეთი 3:4

დაბასი, უნგრეთი, სტადიონ ვაროსი

საქართველო : გუგეშაშვილი, ვირუბოვი, ასათიანი (კ), ჩაკვეტაძე, ქავთარაძე, ბარაბაძე (67’ ნიკოლეიშვილი), სპანდერაშვილი, კაფიანიძე, ხარაბაძე, კუცია, ნინუა

მთ. მწვრთნელი : გოჩა ავსაჯანიშვილი

სლოვაკეთი : ვალახი (კ), შპირიაკი, ტომიჩი (66’ კრალოვიჩი), ვიციანი, ბედნარი, მაიდანი, ლაცკო, ვაშკო, გულაში, კოპასი, გერებენითსი

მთ. მწვრთნელი : ლადისლავ ჰუდეცი

მსაჯები : ანდერს პოულსენი, კრიასტიან ბრიქსენი (ორივე დანია), ზოლტან ბოზო, ადამ ნემეცი (სათადარიგო) (ორივე უნგრეთი)

გაფრთხილება : 10’ ვაშკო, 26’ ვალახი, 34’ კოპასი, 53’ ლაცკო, 69’ ვირუბოვი

გოლები : 10’ ქავთარაძე (პენ.), 22’ გერებენითსი, 55’ ვიციანი, 59’ ვაშკო, 66’ ნინუა, 71’ ხარაბაძე, 80’ კოპასი

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.103506