ფეხბურთი

23:29 | 23.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

რობენი ვარჯიშს დაუბრუნდა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელმა არიენ რობენმა ვარჯიში დაიწყო. გერმანული გრანდის “თვითერის” გვერდის ინფორმაციით, შემტევმა გუნდთან ერთად წვრთნა სრული დატვირთვით დაიწყო. რობენმა შესაძლოა 24 ოქტომბერს “კიოლნის” წინააღმდეგ ბუნდესლიგის მეათე ტურის მატჩში მონაწილეობა მიიღოს.

არიენმა მარცხენა ფეხის ტრავმა 3 სექტემბერს ისლანდიასთან 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში მიიღო.

0.113891