ფეხბურთი

23:49 | 23.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” შესანიშნავი სერიის გაგრძელებას შეეცდება

პრემიერლიგის მე-10 ტურის პირველ სათამაშო დღეს ექვი შეხვედრა გაიმართება, რომელთაგან განსაკუთრებულ ინტერესს ორი მატჩი იწვევს. “ვესტ ჰემი” ლონდონურ დერბიში “ჩელსის” უმასპინძლებს, ხოლო შესანიშნავ ფორმაში მყოფი “არსენალი” საკუთარ მოედანზე “ევერტონს” დაუპირისპირდება.

18:00 ვესტ ჰემი – ჩელსი

ცხრა ტურის შემდეგ “ვესტ ჰემი” 17 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიდერ “მანჩესტერ სიტის” 4 ქულით ჩამორჩება, ხოლო “ჩელსი” 11 ქულით მე-12 პოზიციას იკავებს, რაც ძალიან უცნაურია. ამიტომაც, მოახლოებულ დაპირისპირებაში “ჩელსი” უდავო ფავორიტად რომ მოვიხსენიოთ, სწორი არ ვიქნებით.

მითუმეტეს, “ვესტ ჰემი” მიმდინარე სეზონში ძლიერი გუნდების რისხვად ითვლება. სლავენ ბილიჩის შეგირდებმა გასვლაზე “მანჩესტერ სიტის”, “არსენალსა” და “ლივერულს” მოუგეს. ახლა კი, ეცდებიან ძლიერი გუნდი საკუთარ მოედანზეც გაამწარონ, თანაც მეტოქე ცუდ ფორმაშია და შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე აქვს ნათამაშები, რაც მასპინძელთათვის კიდევ ერთი დადებითი ფაქტორია.

მასპინძლებს ო’ბრიენი, რიდი და სონგი არ ეყოლებათ, ხოლო სტუმრებს ივანოვიჩი და კურტუა დააკლდებიან.

სავარაუდო შემადგენლობები

ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი, ტომკინსი, კოლინსკი, კრესველი, ჯენკინსონი, ნობლი, კუაიტე, პაიე, ლანცინი, ზარატე, სახო.
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, ზუმა, ტერი, ბაბა, აზპილიკუეტა, მატიჩი, ფაბრეგასი, ოსკარი, აზარი, ვილიანი, კოშტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

მსაჯი: ჯონათან მოსი

20:30 არსენალი – ევერტონი

“არსენალი” შესანიშნავ ფორმაშია. არსენ ვენგერის შეგირდებმა პრემიერლიგაში გამართული ბოლო სამი შეხვედრა სამბურთიანი სხვაობით მოიგეს, 11 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 2 გაუშვეს, რასაც სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე “ბაიერნთან” მოგებაც (2:0) მიამატეს.

სტუმრებმა კი პირიქით, ბოლო მატჩი საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედთან” 0:3 დათმეს. რასაკვირველია, “არსენალი” გამოკვეთილ ფავორიტად ითვლება.

მასპინძლებს ოსპინა, რემსი, როსიცკი, უილშირი და უელბეკი ჰყავთ ტრავმირებულნი,ხოლო სტუმრებს ბეინსი, ჰიბერტი, ბეშიჩი, ქლევერლი და პიენაარი ვერ დაეხმარებიან.

სავარაუდო შემადგენლობები

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, მერტესაკერი, კოშელნი, მონრეალი, ბელერინი, კოკლენი, კასორლა, ოზილი, ჩემბერლენი, სანჩესი, უოლკოტი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, სტოუნზი, იაგიელკა, გალოვეი, კოულმენი, ბერი, ბარკლი, მაკკარტი, დეულოფეუ, მირალაში, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

მსაჯი: ლი მეისონი

დღის სხვა მატჩები:

18:00 ასტონ ვილა – სუონსი
18:00 ლესტერი – კრისტალ პალასი
18:00 ნორვიჩი – ვესტ ბრომვიჩი
18:00 სტოკი – უოტფორდი

0.116311