პსჟ-ს არგენტინელი შემტევი ეზეკიელ ლავეცი ზამთარში შესაძლოა “არსენალში” გადაბარგდეს, აღნიშნულ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ლონდონელები ზამთარში შეტევის გაძლიერებას გეგმავენ.
მიმდინარე სეზონში ლავეციმ საფრანგეთის ჩემპიონატში 9 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. არგენტინელი პარიზული კლუბის ღირსებას 2012 წლიდან იცავს.