ფეხბურთი

18:02 | 23.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” რეკორდის გაუმჯობესებას ეცდება

გერმანიის ბუნდესლიგა დღეს ტრადიციულად ერთი მატჩით დაიწყება. ზინჰეიმში აუტსაიდერი “ჰოფენჰაიმი” “ჰამბურგს” უმასპინძლებს. “სოფლელები” ბოლოსწინა ადგილზე არიან და წლეულს ერთადერთი თამაში აქვთ მოგებული. შედარებით უკეთ “ჰამბურგი” კი გამოიყურება, მაგრამ უკვე მიჯრით 3 ტურია ვერ იგებს და დაღმასვლას განიცდის.

ლიდერი “ბაიერნი” შინ “კიოლნს” მიიღებს. პეპ გვარდიოლას გუნდმა სეზონში პირველად შუა კვირაში წააგო, როცა “არსენალთან” ლიგაზე დამარცხდა. შესაბამისად, ხასიათის გამოკეთებას “რეკორდმაისტერი” “თხებთან” მოგებით ეცდება. ისე კი, მიუნხენელებს ბუნდესლიგაში საქმე საათივით აქვთ აწყობილი და აქამდე ქულაც არ დაუკარგავთ. საერთოდ, “ბაიერნმა” ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა და ზედიზედ 9 თამაში მოიგო. ახლა კი რეკორდის გაუმჯობესებას შეეცდება.

მათი მდევარი “დორტმუნდი” კვირას ითამაშებს და ბოლო ადგილზე მყოფ “აუგსბურგთან” სამი ქულის მოპოვებას გეგმავს. ტომას ტუხელის ბიჭები პირველ ადგილოსანს 7 ქულით ჩამორჩებიან და წაფორხილების უფლება არ აქვთ, თანაც აუტსაიდერთან მატჩში.

კვირას მეორე თამაშიც საინტერესოა. ტურინიდან ქულით დაბრუნებული “გლადბახი” ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე თამაშის მოგებას გელზენკირხენის “შალკეს” წინააღმდეგ მატჩში შეეცდება. “ხუმარებს” თავის მხრივ, მესამე ადგილის შენარჩუნება და გამყარება სურთ, რაც ამ შეხვედრას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

ლევერკუზენის “ბაიერი” საკუთარ კედლებში “შტუტგარტს” მიიღებს. როჯერ შმიდტის გუნდმა სამშაბათს “რომასთან” უხვგოლიანი ფრე (4:4) ითამაშა. მეტიც, “ფარმაცევტებმა” ბოლო 5 წუთში 2 გოლი გაიტანეს, თორემ უქულოდ დარჩებოდნენ. უნდა ითქვას, რომ “ბაიერს” ბუნდესლიგაში საქმე არცთუ სახარბიელოდ აქვს და ბოლო ორი ტურია მხოლოდ თითო ქულის დაგროვებას ახერხებს.

ვიცე ჩემპიონი “ვოლფსბურგი” დარმშტადტში ჩავა და ადგილობრივ გუნდთან მოსინჯავს ძალებს. დიტერ ჰეკინგის გუნდმა წინა ტურში გამარჯვებით ოთხეულში შეაბიჯა და ახლა იქ ადგილის შენარჩუნება ექნება განზრახული. ჩინებულ ფორმაშია “მგელთა” შემტევი მაქს კრუსე, რომელიც მოედანს უგოლოდ არც ნაკრებში, არც ბუნდესლიგაში და არც ჩემპიონთა ლიგაზე ტოვებს.

23 ოქტომბერი

“ჰოფენჰაიმი” – “ჰამბურგი”

ზინჰეიმი, “ვირლოს რეინი”

“ჰოფენჰაიმი” (4-4-2): ბაუმანი; ტოინანი, სულე, ბიჩაკჩიჩი, კიმი; უტი, სტრობლი, პოლანსკი, შმიდი; ვოლანდი

მწვრთნელი: გისდოლი

“ჰამბურგი” (4-2-3-1): ადლერი; დიკმაიერი, ჯურუ, კლებერი, ოსტრზოლეკი; ეკდალი, ჰოლტბი; მიულერი, გრეგორიში, ილიჩევიჩი; ლასოგა

მწვრთნელი: ლაბადია

მსაჯი: სიბერტი

24 ოქტომბერი

“ბაიერნი” – “კიოლნი”

მიუნხენი, “ალიანს არენა”

“ბაიერნი” (4-3-3): ნოიერი; ლამი, ხავი მარტინესი, ბოატენგი, ალაბა; ჩაბი ალონსო, ვიდალი, ტიაგო ალკანტარა; მიულერი, ლევანდოვსკი, დუგლას კოშტა

მწვრთნელი: გვარდიოლა

“კიოლნი” (4-3-2-1): ჰორნი; ოლკოვსკი, სორენსენი, ჰეინტცი, ჰექტორი; ვოგტი, ლემანი, გერჰარტი; რისე, ბიტენკური; მოდესტე

მწვრთნელი: სტოგერი

მსაჯი: მეიერი

“ლევერკუზენი” – “შტუტგარტი”

ლევერკუზენი, “ბაი არენა”

“ლევერკუზენი” (4-2-3-1): ლენო; დონატი, ტოპრაკი, ტაჰი, ვენდელი; კრამერი, კამპლი; ჩალჰანოღლუ, მეჰმედი, ბელარაბი; ჩიჩარიტო

მწვრთნელი: შმიდტი

“შტუტგარტი” (4-2-2-2): ტიტონი; კლეინი, სუნიჩი, ბაუმგარტი, ინსუა; რუპი, გრუეზო; ჰარნიკი, მაქსიმი; დიდავი, ვერნერი

მწვრთნელი: ზორინგერი

მსაჯი: ბრიხი

“ჰანოვერი” – “აინტრახტი”

ჰანოვერი, HDI არენა

“ჰანოევრი” (4-2-2-2): ცილერი; საკაი, მარსელო, შულცი, ალბორნოზი; შმიედებახი, სანე; ანდრეასენი, კლაუსი; კიოტაკე, სობიეხი

მწვრთნელი: ფრონტზეკი

“აინტრახტი” (4-2-3-1): ჰრადეჩკი; ჰასებე, ძამბრანო, აბრაჰამი, ჯაკპა; სტენდერა, რეინარტცი; აიგნერი, მაიერი, ოცზიპკა; სეფერევოჩი

მწვრთნელი: ვეჰი

მსაჯი: ცვაიერი

“მაინცი” – “ვერდერი”

მაინცი, “კოფეის არენა”

“მაინცი” (4-2-3-1): კარიუსი; ხარა, ბუნგერტი, ბელი, ბენგსტონი; ბაუმგარტინგერი, ლატცა; იარო, მალი, დე ბლასისი; მუტო

მწვრთნელი: შმიდტი

“ვერდერი” (4-2-3-1): ვიედვალდი; გებრე სელასიე, ლუკიმია, გალვესი, გარსია; ვესტერგაარდი, ბარტლესი; ფრიტცი, ბერგფერე, იუნუზოვიჩი; უჯა

მწვრთნელი: სკრიპნიკი

მსაჯი: ჰარტმანი

“დარმშტადტი” – “ვოლფსბურგი”

დარმშტადტი, “მერკშტადიონი”

“დარმშტადტი” (4-2-2-2): მატეინია; გარიჩსი, სულუ, კალდიროლა, ჟუნიორ დიასი; ნიემაიერი, გონდორფი; ჰელერი, რაუში; როზენტალი, ვაგნერი

მწვრთნელი: შუსტერი

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): ბენალიო; ტრაში, ნალდო, დანტე, როდრიგესი; გუილავოჯი, ლუის გუსტავო; კალიჯური, დრაქსლერი, კრუსე; დოსტი

მწვრთნელი: ჰეკინგი

მსაჯი: პერლი

“ინგოლშტადტი” – “ჰერტა”

ინგლშოტადტი, “აუდი-სპორტპარკი”

“ინგოლშტადტი” (4-3-3): ოზჩანი; ლეველსი, მატიპი, ჰუბნერი, სუტნერი; გროსი, ბრეგერიე, მორალესი; ჰარტმანი, ჰინერსერი, ლეჩკიე

მწვრთნელი: ჰასენჰუტლი

“ჰერტა” (4-4-1-1): იარშტეინი; ვეიზერი, ლანგკამპი, ლუსტემბერგერი, პლატენჰარდტი; ჰარაგუჩი, სკილებრედი, დარიდა, სტოკერი; ბაუმიოჰანი; კალუ

მწვრთნელი: დარდაი

მსაჯი: შტეგემანი

25 ოქტომბერი

“დორტმუნდი” – “აუგსბურგი”

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

“დორტმუნდი” (4-2-3-1): ბურკი; გინტერი, სოკრატისი, ჰუმელსი, შმელცერი; ვეიგლი, გუნდოგანი; როისი, კაგავა, მხითარიანი; ობამეიანგი

მწვრთნელი: ტუხელი

“აუგსბურგი” (4-5-1): ჰიტცი; ვერჰაეგი, კლასენ-ბრაკერი, კლაანი, ფეულნერი; ბაიერი, ეშვეინი, კორი, ალტინტოპი, ვერნერი; ბობადილა

მწვრთნელი: ვეინზიერლი

მსაჯი: გრაფე

“გლადბახი” – “შალკე”

მიონხენგლადბახი, “ბორუსია პარკი”

“გლადბახი” (4-2-2-2): სომერი; კორბი, კრისტიანსენი, დომინგესი, ვენდტი; დაჰუდი, ქსაკა; ტრაორე, იონსონი; რაფაელი, სტინდლი

მწვრთნელი: შუბერტი

“შალკე” (4-4-2): ფარჰმანი; რეიტერი, ჰიოვედესი, მატიპი, აოგო; სანე, გორეტცკა, გეისი, მეიერი; დი სანტო, ჩუპო-მოტინგი

მწვრთნელი: ბრეიტენრეიტერი

მსაჯი: შტარკი

თეგებიბუნდესლიგა
0.114572