საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის IX ტურში ლიდერობა შეინარჩუნა გორის “დილამ”. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ბოლნისში “სიონს” ეწვია და 1:0 დაამარცხა. ვარლამ კილასონიას გუნდს მარცხი ოთარ მარცვალაძემ აგემა, ვინაც მეტოქეს 61-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაუტანა. ეს ვეტერანი ფეხბურთელისთვის სეზონში მერვე გოლია, რითაც ბომბარდირთა დავაში ნიკა კაჭარავასა და გიორგი ბერიაშვილის წამოეწია. “სიონმა” კი წლეულს პირველად წააგო.
ვერ მოიგო ბათუმის “დინამომ”, რომელიც მეზობლად ლანჩხუთის “გურიასთან” დაზავდა – 1:1. მასპინძელ ვანო წილოსანს ამირან აბუსელიძემ უპასუხა.
იმერულ დერბიში უფრო ძლიერი “სამტრედია” გამოდგა. გია ცეცაძის გუნდმა “ტორპედოს” სამი გაუტანა, საპასუხოდ კი ერთი გოლი მიიღო. პირველი ტაიმის მერე გუნდები თანაბრად გაიყარნენ, მაგრამ მეორე ნახევარში სამტრედიელებმა უკეთ ითამაშეს და მნიშვნელოვანი 3 ქულა ირგუნეს.
ქობულეთში, “შუქურა” აუტსაიდერ “ზუგდიდს” ორბურთიანი სხვაობით უგებდა და ანგარიში ვერ, მაგრამ შედეგი შეინარჩუნა – 2:1.
ფოთის “კოლხეთმა” კი ივანწმინდაში, “ჩიხურა” ომარ გოგონაიას პირველი ტაიმის მიწურულს გატანილი გოლით დაამარცხა.
დღეს მე-9 ტურის კიდევ ერთი თამაშია: “დინამო არენაზე”, “დინამო” “ცხინვალს” დაუხვდება.
“ჩიხურა” – “კოლხეთი” 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 გოგონაია (36)
“გურია” – “დინამო” (ბათუმი) 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 წილოსანი (51), 1:1 აბუსელიძე (70)
“შუქურა” – “ზუგდიდი” 2:1 (2:1)
გოლები: 1:0 ჩელებაძე (14, პენ), 2:0 ლობჟანიძე (28), 2:1 ნარმანია (37)
“სამტრედია” – “ტორპედო” 3:1 (1:1)
გოლები: 1:0 ენდელაძე (9), 1:1 კლიმიაშვილი (31), 2:1 ზივზივაძე (71), 3:1 ჯიქია (84)
“სიონი” – “დილა” 0:1 (0:0)
გოლები: 0:1 მარცვალაძე (61)