ფეხბურთში 2015 წლის ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდთა შორის მადრიდის “რეალი” და მისი პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ ლიდერობენ.
ჟურნალ Forbes-ის მიერ შედგენილ მსოფლიოს ძვირადღირებულ სპორტულ კლუბთა ათეულს სათავეში ბეისბოლის კლუბი “ნიუ იორკ იანკიზი” უდგას, რომლის ღირებულება 661 მილიონ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილზე საკალათბურთო კლუბი “ლოს ანჯელეს ლეიკერსია” (521), ხოლო მესამეზე ამერიკული ფეხბურთის წარმომადგენელი “დალას კოვბოიზი”(497).
ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო ბრენდი მადრიდის “რეალი” საერთო სიაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. “სამეფო კლუბი” 464 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ათეულში კიდევ სამი საფეხბურთო კლუბია: “მანჩესტერ იუნაიტედი” (446), “ბარსელონა”(437) და მიუნხენის “ბაიერნი” (375).
სპორტსმენთა შორის ლიდერი ამერიკელი გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსია, რომელსაც გამოცემა 30 მილიონად აფასებს. მეორე ადგილზე სპორტის ამავე სახეობის წარმომადგენელი ფილ მიკელსონია (28), მესამე-მეოთხე პოზიციას კი 27-27 მილიონით “კლივლენდის” კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი და შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი იყოფენ. ფეხბურთელთაგან ათეულის ერთადერთი წარმომადგენელი კრიშტიანუ რონალდუ 16 მილიონით მერვეა.
სპორტულ კლუბთა საუკეთესო ათეული:
“ნიუ იორკ იანკიზი” (აშშ, ბეისბოლი) – 661 მილიონი დოლარი
“ლოს ანჯელეს ლეიკერსი” (აშშ, კალათბურთი) – 521
“დალას კოვბოიზი” (აშშ, ამერიკული ფეხბურთი) – 497
“ნიუ ინგლენდ პეტრიოსი (აშშ, ამერიკული ფეხბურთი) – 465
“რეალი” (ესპანეთი, ფეხბურთი) – 464
“მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი, ფეხბურთი) – 446
“ბარსელონა” (ესპანეთი, ფეხბურთი) – 437
“ბაიერნი” (გერმანია, ფეხბურთი) – 375
“ლოს ანჯელეს დოჯერსი” (აშშ, ბეისბოლი) – 373
“ნიუ იორკ ნიქსი” (აშშ, კალათბურთი) - 361
სპორტსმენთა საუკეთესო ათეული:
ტაიგერ ვუდსი (აშშ, გოლფი) – 30 მილიონი დოლარი.
ფილ მიკელსონი (აშშ, გოლფი) – 28
ლებრონ ჯეიმსი (აშშ, კალათბურთი) – 27
როჯერ ფედერერი (შვეიცარია, ჩოგბურთი) – 27
მაჰენდრა სინგჰ დონი (ინდოეთი, კრიკეტი) – 21
უსეინ ბოლტი (იამაიკა, მძლეოსნობა) – 18
კევინ დურანტი (აშშ, კალათბურთი) – 18
კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, ფეხბურთი) – 16
რორი მაკილროი (ჩრდილოეთ ირლანდია, გოლფი) – 12
ფლიოდ მეივეზერი (აშშ, კრივი) – 11,5