ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც ფლორენციის “ფიორენტინაში” თამაშობდა, იტალიის ბულვარულ მედიას ყოველთვის უკვირდა კოლუმბიელი ხუან კუადრადოს მხრიდან ქალებისადმი არცთუ მხურვალე დამოკიდებულება და ის ფაქტიც, რომ ხუანს გულისსწორი არ ჰყავდა.
როგორც აღმოჩნდა, ეს ყველაფერი განპირობებული იყო არა სენიორ ხუანის ქალებისადმი გულაცრუებით არამედ იმით, რომ კუადრადოს გულში უკვე ჰყავდა ჩავარდნილი მისი თანამემამულე მსახიობი და მოდელი, მელისა ბოტერო, რომელთანაც ურთიერთობის აწყობა ახლაღა მოახერხა და დღეს ეს წყვილი პიემონტში ერთად ცხოვრობს.
მელისა ბოტერო და ხუან კუადრადო უკვე ერთად ჩნდებიან საზოგადოებაში და არც იმას მალავენ, რომ დაქორწინებაც აქვთ გადაწყვეტილი. როგორც კოლუმბიის ნაკრებისა და “იუვენტუსის” ნახევარმცველი ირწმუნება, მელისა ბოტერი მისი ჭეშმარიტი სიყვარულია და მათი თვალთა ჟუჟუნი სპეტაკია როგორც ანდების კალთებზე განფენილი მარადიული თოვლი...