ჩოგბურთი

1:20 | 23.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავას პლისკოვასთან მატჩი ელის

ქალთა შორის პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა ფრანგულ ჟუ-ლე-ტურში მიმდინარე 50-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს.

შაფათავამ იტალიელი ჯულია გატ-მონტიკონეს 6:3, 6:2 სძლია და მომდევნო წრეში პირველ ნომრად განთესილ ჩეხ კაროლინა პლისკოვას ეთამაშება, რომელსაც რეიტინგში 117-ე ადგილი უკავია.

წყვილთა ნახევარფინალში შაფათავა და უკრაინელი ანასტასია ვასილიევა შვეიცარიელ ვიკტორია გოლუბიცთან და იტალიელ ალის მატეუჩისთან 5:7, 7:5, 4:10 დამარცხდნენ.

0.113135