ჩოგბურთი

0:17 | 23.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა და დოი ესპანელებს ვერ გაუმკლავდნენ

ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და იაპონელი მისაკი დოის წყვილი ლუქსემბურგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 226 728 ევრო) მეოთხედფინალში გამოეთიშა.

კალაშნიკოვამ და დოიმ პირველ ნომრად განთესილ ესპანურ დუეტს (მედინა გარიგესი-პარა სანტოია) ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა, 6:7 (5:7), 7:6 (7:4), 6:10 წააგეს.

ქართველმა და იაპონელმა ჩოგბურთელებმა ლუქსემბურგში 60-60 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს.

0.115713