წლის შემაჯამებელი ტურნირის ბოლო მერვე მონაწილე ლუსი საფაროვა იქნება, აღნიშნულ ინფორმაციას WTA-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ამრიგად წლის შემაჯამაბელ ტურნირზე შემდეგი 8 საუკეთესო ჩოგბურთელი ითამაშებს: სიმონა ჰალეპი, გარბინე მუგურუზა, მარია შარაპოვა, პეტრა კვიტოვა, აგნეშკა რადვანსკა, ანგელიკა კერბერი, ფლავია პენეტა და ლუსი საფაროვა.
წლის შემაჯამებელი ტურნირი სინგაპურში 25 ოქტომბერს დაიწყება და 1 ნოემბერს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ სერენა უილიამსი ტურნირში მონაწილეობას ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ მიიღებს.