24 ოქტომბერს, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები უეფას ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ საშინაო მატჩს გამართავს ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან.
თამაზ კოსტავას გუნდი თბილისში, შემდეგი შემადგენლობით ემზადება:
მეკარეები: თამარ ნადირაშვილი („ჟალგირისი“, ლიტვა), თეონა სუხაშვილი („ეგრისი“, საქართველო)
მცველები: ანა ზაქაიძე, ნათია სხირტლაძე, ნინო კოჭლამაზაშვილი, სალომე ხუბულური, თინათინ თევდორაძე (ყველა „იბერია სტარი“, საქართველო), ნინო სუთიძე („კონაკ ბელედისპორი“, თურქეთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლა)
ნახევარმცველები: ანა ჩემინავა („ჟალგირისი“, ლიტვა), ნინო პასიკაშვილი („ადანა“, თურქეთი), თეონა თოდაძე („სამსუნ აპ სპორი“, თურქეთი), ანა მახარაძე („ეკომეტ-90“, ბულგარეთი), თამთა შენგელია (ქუთაისის სპორტული სკოლა), მარიამ დანელია (35-ე სკოლა)
თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე („ადანა“, თურქეთი), თათია დუმბაძე („იგლზი“, კალიფორნია, აშშ), თამრიკო კვალიაშვილი („იბერია სტარი“, საქართველო)
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქალთა ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 24 ოქტომბერს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე, 18:00 საათზე დაიწყება. მაყურებლებისთვის დასწრება თავისუფალია.
სფფ-ის პრესსამსახური