კალათბურთი

12:59 | 22.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მაჭავარიანის 14 ქულა სადებიუტო მატჩში

ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელ სოსო მაჭავარიანს იტალიური “ფაბიანი ფორმიას” რიგებში ჩინებული დებიუტი ჰქონდა.

მაჭავარიანის კლუბი სერია C გოლდ ლაციოში ირიცხება და მე-3 ტურში “სან პაოლო ოსტიენსეს” 72:62 (27:18, 15:16, 15:13, 15:15) სძლია, რაშიც სოსომ დიდი წვლილი დაიდო.

ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 34 წუთი გაატარა და 14 ქულა, 7 პასი და 3 მოხსნა მიითვალა, პასივში კი მხოლოდ 2 დაკარგვა ჰქონდა.

საინტერესოა, რომ “ფაბიანი ფორმიას” მთავარი მწვრთნელი ცნობილი სპეციალისტი ენრიკო ფაბრი გახლავთ, რომელსაც სერია ა-ს გუნდებში მუშაობის გამოცდილებაც კი აქვს.

ისიც ვთქვათ, რომ პოპულარულმა იტალიურმა გაზეთმა “ლატინო ოგიმ” 19 წლის მაჭავარიანი დებიუტს მაღალი შეფასება მისცა, მას “ფაბიანი ფორმიას” საუკეთესო შენაძენი უწოდა და სამომავლოდ, გუნდის ლიდერობა უწინასწარმეტყველა.

მაჭავარიანის ახალ კლუბს 3 ტურის თავზე 2 მოგება აქვს და სერია C გოლდ ლაციოში მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 25 ოქტომბერს სტუმრად, “ექსპერტ ლუკარელი სორას” წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.102912