ფეხბურთი

11:01 | 22.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები დღეს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ჩაატარებს.

გუნდი მოლდოვაში, კიშინიოვში უკვე მეორე დღეა იმყოფება. გუშინ, ნაკრებმა პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. დღეს კი, თბილისის დროით 16:00 საათზე, საქართველოს ნაკრები ასპარეზობას გიბრალტარის ნაკრებთან შეხვედრით დაიწყებს. მომდევნო თამაშების განრიგი კი, ასეთია:

23 ოქტომბერი - საქართველო vs ანდორა

25 ოქტომბერი - მოლდოვა vs საქართველო

საქართველოს ნაკრების დღევანდელ შეხვედრას გიბრალტარის ნაკრებთან Futsal TV-ს ეთერში იხილავთ.

სფფ-ის პრესსამსახური

0.120102