ჯანლუიჯი ბუფონი ტურინის “იუვენტუსში” ნათამაშები წუთების მიხედვით რეკორდსმენი გახდა. ჩემპიონთა ლიგაზე, გერმანულ “გლადბახთან” ჩატარებული 90 წუთის შემდეგ ჯიჯის “ბებერი ქალბატონის” შემადგენლობაში მწავნე მინდორზე გატარებული 48 884 წუთი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით 37 წლის ბუფონმა “იუვეს” კიდევ ერთ ლეგენდას, ალესანდრო დელ პიეროს გადაასწრო. ალექსს ტურინელთა მაისურით 48 867 წუთი უთამაშია.
ჯანლუიჯი ბუფონი “იუვენტუსში” 2001 წელს “პარმადან” გადავიდა და მას შემდგომ გუნდის ერთგულია, 2012 წლიდან მოყოლებული კი “იუვეს” კაპიტანია. მას აქამდე შავ-თეთრი მაისურით 536-ჯერ უთამაშია.