ჩოგბურთი

17:08 | 21.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა წყვილთა ნახევარფინალშია

ფრანგულ ჟუ-ლე-ტურში მიმდინარე 50-ათასიან საერთაშორისო ტურნირზე მე-2 ნომრად განთესილმა სოფო შაფათავამ და ანასტასია ვასილიევამ ნახევარფინალში გააღწიეს.

შაფათავამ და ვასილიევამ არგენტინელ ბუას და ესპანელ გარსია-პერესს 7:5, 6:3 სძლიეს. ნახევარფინალში სოფოს და ანასტასის მეტოქეთა ვინაობა შვეიცარიულ-იტალიურ (გოლუბიცი-მატეუჩი) და რუმინულ-ბულგარულ (როსკა-ტერზისკა) წყვილებს შორის მატჩში გაირკვევა.

ერთეულთა ტურნირში შაფათავა მერვედფინალშია გასული, სადაც იტალიელ ჯულია გატო-მონტიკონეს დაუპირისპირდება.

0.11707