ჭადრაკი

16:09 | 21.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

სამიდან სამი გამარჯვება!

მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმეს ჩვენმა ქალებმა მაკედონიაში მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე! ამჯერად, ბათუმის “ნონამ” მაკედონიის “გამბიტი” დაამარცხა ანგარიშით – 3:1.

პარტიები მოიგეს: ბელა ხოტენაშვილმა – ალექსანდრა გორიაჩკინასთან და ნინო ბაციაშვილმა – დინარა სადუკასოვასთან.

ფრედ დაასრულეს შეხვედრები: ნანა ძაგნიძემ – ანტოანეტა სტეფანოვასთან და ლელა ჯავახიშვილმა – შენ იანგთან.

ბელამ დებიუტშივე მოიგო პაიკი და შემდეგში ზუსტი თამაშით პარტია იოლად მიიყვანა ლოგიკურ დასასრულამდე.

ნინომაც კარგად გამოიყენა დაბოლოებაში მეტოქის “2 სუსტი პაიკი” და ენდშპილში კლასიკურად დაამარცხა მეტოქე.

3 ტურის შემდეგ, “ნონა” 6 ქულით ერთპიროვნულად დაწინაურდა და მომდევნო ტურში 5 ქულით მეორე ადგილზე მყოფ რუსულ “უგრას” დაუპირისპირდება.

ამ უკანასკნელის ღირსებას ანა უშენინა, ნატალია პოგონინა, ლილიტ მკრტჩიანი, მარინა გუსევა და ბაირა კოვანოვა იცავენ.

0.133009