“ვალენსიას” მარცხენა მცველმა ხოსე ლუის გაიამ “გენტთან” მოგებული (2:1) მატჩის შემდეგ ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
“ჩემპიონთა ლიგის პირველმა ეტაპმა კარგად ჩაიარა. ჩვენ გვაქვს 6 ქულა. გვსურდა, რომ 9 ქულა გვქონოდა, თუმცა ეს არ მოხდა.
ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ვიცოდით, რომ “გენტის” დამარცხება გაგვიჭირდებოდა, თუმცა მთავარია დასახული ამოცანა წარმატებით შევასრულეთ. პირველი ტაიმი მშვენივრად ჩატარეთ და გატანა კიდევ შეგვეძლო.
ჩვენ ახლა “ატლეტიკოსთან” შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ. ვიცით, რომ ძალიან რთული მატჩი გველოდება, თუმცა ამისთვის მზად ვართ”, - განაცხადა 20 წლის ფეხბურთელმა.
“ატლეტიკოსა” და “ვალენსიას” დაპირისპირება კვირას გაიმართება.