ჩოგბურთი

13:31 | 21.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნიემინენმა კარიერა დაასრულა

34 წლის იარკო ნიემინენმა კარიერა დაასრულა. ფინელმა ჩოგბურთელმა პროფესიონალური კარიერის ბოლო მატჩი “სტოქჰოლმის” ტურნირზე ნიკოლა ალმაგროს წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც ის დაძაბულ ბრძოლაში 6:3, 6:7, 4:6 დამარცხდა.

ნიემინენს რეიტინგში საუკეთესო მე-13 ადგილი 2006 წელს ეკავა. 15-წლიანი კარიერის განმავლობაში იარკომ ერთეულთა თანრიგში ATP-ის ორი ტურნირი მოიგო, ხოლო წყვილთა თანრიგში 5 ტიტული მოიპოვა. “დიდი სლემის” სამ ტურნირზე ფინელმა სამჯერ მეოთხედფინალში გასვლა შეძლო.

იარკომ კარიერის განმავლობაში ერთეულთა თანრიგში 405 შეხვედრა მოიგო და 348 მატჩი წაააგო. ფინელმა ჩოგბურთის თამაშით 7.6 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.

ნოემბრის თვეში ჰელსინკში იარკო ნიემინენის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართება, სადაც მისი მეტოქე ლეგენდარული როჯერ ფედერერი იქნება.

0.104101