ჭიდაობა

1:19 | 21.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა ვეტერანებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

13-18 ოქტომბერს საბერძნეთის დედაქალაქმა ათენმა ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრებმა ჯამში 9 მედალი მოიპოვა.

-70 წლამდე დივიზიონში ბრწყინვალედ იასპარეზა ესტატე გოგლიჩიძემ (130), რომელმაც ჯერ თავისუფალ სტილში მოიპოვა ოქროს მედალი, 3 დღის შემდეგ კი ბერძნულ-რომაულში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ის ფინალში თანაგუნდელ ავთანდილ თორდიას უნდა შეხვედროდა თუმცა ეს უკანასკნელი ტრამვის გამო არ გამოცხადდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ - 40 წლამდე დივიზიონში პაატა ნოზაძე (69), - 60 წლამდე კი თეიმურაზ ხაბაძე (97).

ლეგენდარულმა მოჭიდავემ ლუკა კურტანიძემ (130) - 45 წლამდე დივიზიონში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამავე დიზივიონში ჯემალ კილაძემ (85) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ბერძნულ-რომაულ სტილში - 70 წლამდე ვერცხლის მედალს დაეუფლა გრიგოლ რობაქიძე (58), ბრინჯაო კი - 40 წლამდე თამაზ გოგელიამ (130) მოიპოვა.

wrestling.ge

0.118718