ჭიდაობა

1:15 | 21.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოჭიდავეები თანამედროვე სტანდარტებით გარემონტებულ დარბაზში ივარჯიშებენ

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებები ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ,,თბილისი 2015’’-ის ფარგლებში აშენებული ფრენბურთის არენაში (დიღომი, ახალ თბილისში ამერიკის საელჩოსთან) ივარჯიშებენ.

ოლიმპიური ობიექტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის გარემონტებული და აღჭურვილი. მოსასვენებელი ოთახები, სველი წერტილები-საშხაპეები და გათბობა სპორტსმენებისათვის კარგ პირობებს ქმნის. არენა 6 საჭიდაო ხალიჩას იტევს.

თუმცა, თბილისის მერიამ აღნიშნული ობიექტი ჭიდაობის ფედერაცის მხოლოდ 3 თვის ვადით დაუთმო, რაც ქართველმა მოჭიდავეებმა საქართველოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად უნდა გამოიყენონ. ეს ტურნირი, სავარაუდოდ, 8-12 იანვარს გაიმართება ორივე სტილში.

მოახლოვებული რიო დეჟანეიროს ოლიმპიური თამაშებისათვის და საერთაშორისო ტურნირებისათვის მსგავსი თანამედროვე ტიპის არენზე ქართველი მოჭიდავეების მომზადება კიდევ უფრო დიდ შედეგს გამოიღებს.

wrestling.ge

0.12168