ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და იაპონელი მისაკი დოის წყვილმა ლუქსემბურგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 226 728 ევრო) პირველი წრე დასძლია.
კალაშნიკოვამ და დოიმ შვეიცარიელ ქსენია კნოლს და ბელგიელ ელის მერტენსს 6:3, 7:5 მოუგეს და მეოთხედფინალში გააღწიეს.
ქართულ-იაპონური დუეტის მომავალ მეტოქეთა ვინაობა დღეს გაირკვევა, როდესაც პირველი რეიტინგის მქონე ესპანელები – მედინა გარიგესი და პარა სანტოია სლოვაკ ჩეპელოვას და შვეიცარიელ ვოგელეს გაეჯიბრებიან.