ქალთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა სოფო შაფათავამ ფრანგულ ჟუ-ლე-ტურში მიმდინარე 50-ათასიან ტურნირზე პირველი რაუნდი დასძლია.
შაფათავამ “უაილდ ქარდის” მქონე ფრანგ მარგო დეკერს 6:4, 7:6 (7:3) მოუგო და მერვედფინალში გააღწია, სადაც იტალიელ ჯულია გატო-მონტიკონეს გაეჯიბრება.
შეგახსენებთ, რომ წყვილთა ტურნირში მე-2 განთესვის მქონე შაფათავა და უკრაინელი ანასტასია ვასილიევა მეოთხედფინალში არიან გასულნი, სადაც არგენტინელ ბუას და ესპანელ გარსია-პერესს გაეჯიბრებიან.