“სევილიას” მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ მანჩესტერში 21 ფეხბურთელი იახლა, სადაც ანდალუსიელები ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მატჩში “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდებიან.
განაცხადში მოხვდნენ მიკაელ კრონ-დელი, ფერნანდო ლორენტე და სერხიო ესკუდერო, რომელთაც ტრავმები აწუხებდათ. კრონ-დელისა და ლორენტეს მცირე დაზიანება აღენიშნებოდათ და შაბათს “ეიბართან” ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის გამოტოვება მოუწიათ, ხოლო ესკუდეროს მძიმე ტრავმა ჰქონდა და ამის გამო, მიმდინარე სეზონში ჯერ არ უთამაშია.
ანდალუსიელებს ასევე დაუბრუნდათ ევერ ბანეგა და ადილ რამი, რომელთაც წინა შეხვედრაშიც ითამაშეს. ლაზარეთში კი რჩებიან: ბეტო, კარისო, პარეხა და კაკუტა.
“სევილიას” 21 კაციანი განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები: რიკო, სორია;
მცველები: კოლოძიეჩაკი, ანდრეოლი, რამი, ესკუდერო, კოკე, მარიანო, ტრემულინასი;
ნახევარმცველები: კრიხოვიაკი, კრისტოფორო, ნ’ზონზი, ბანეგა, იბორა, კრონ-დელი, რეიესი, ვიტოლო, კონოპლიანკა;
თავდამსხმელები: იმობილე, ლორენტე, გამეირო.