ფეხბურთი

15:21 | 20.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინას” ალონსო გამოაკლდა

ფლორენციის “ფიორენტინას” მარცხენა მცველი მარკოს ალონსო ტრავმირებულია – იუწყება “იების” ოფიციალური ვებგვერდი.

ესპანელი ფეხბურთელი გასულ ტურში “ნაპოლისთან” წაგებული (1:2) შეხვედრის 55-ე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა. სრულფასოვანმა სამედიცინო გამოკვლევამ დაადგინა, რომ მარკოსს მარცხენა ფეხის ბარძაყი აქვს დაზიანებული. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პერიოდი გაუცდება 24 წლის მცველს.

ალონსომ მიმდინარე სეზონში 10 მატჩის ჩატარება მოასწრო და ორ-ორი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა.

0.111386