კატალონიის “ბარსელონას” ერთგული ქომაგი, ხელიხელსაგოგმანები და წარმოშობით ებრაელი მოდელი ბარ რაფაელი ამბობს, რომ მისთვის კატალონიური კლუბის სიყვარული რელიგიასავითაა და ამიტომ ამორალურ საქციელად მიაჩნია მისი მხრიდან საყვარელი კლუბის ფეხბურთელებთან ამძუვნებული კურკური.
რაფაელმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ერთ-ერთმა ესპანურმა ჟურნალმა ნახევრად ხუმრობით დაწერა, რომ ბარ რაფაელის “ბარსელონათი” დაინტერესება თავის დროზე კლუბში მოთამაშე ერთ-ერთმა ფეხბურთელმა განაპირობა და თითქოს ბარი “ლურჯ-ბროწეულისფერ” მაისურიან ბიჭებს ახლაც თვალებს უჟუჟუნებს.
რაფაელის მხრიდან მოქმედებებზე ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ როდესაც კატალონიური კლუბის მაისური გაცვია და შენს გუნდს ამ ქალისათანა სულის შემხურთველი გარეგნობის ასული ეტრფის, ალბათ ვერავინ გაგამტყუნებს თუკი ცოტა “სხვა” ფიქრები მოგეძალება. კაცნი ვართ ბოლოს და ბოლოს...