სუპერლიგის ახალი წევრის ,,არენა-76“-ს მთავარ მწვრთნელად გელა წულაძე დაინიშნა.ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს“ თავად წულაძემ განუცხადა.
გელა წულაძე გამოცდილი მწვრთნელია, რომელიც ბოლოს საკალათბურთო აკადემიასა და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში მუშაობდა.
შეგახსენებთ, ,,არენა 76“-მა ,,ა“ ლიგაში 2014-2015 წლების სეზონში პირველი ადგილი დაიკავა, მაგრამ სუპერლიგაში გადასასვლელი მატჩი აღნიშნული ლიგის წევრ ,,ოლიმპთან“ წააგო. სუპერლიგაში კი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის ,,შსს აკადემიას“ დაშლის შემდეგ მოხვდა.