ჩოგბურთი

22:09 | 19.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩის ჩოგანი 15 000 ევროდ გაიყიდა

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელის სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის ჩოგანი საქველმოქმედო აუქციონზე 15 000 ევროდ გაიყიდა. აუქციონის ორგანიზატორი ნოვაკის მეუღლე ელენა რისტიჩი გახლდათ. შეგროვებული თანხა აფრიკელი დედების დასახმარებელ ფონდში გადაირიცხა.
“ამაყი ვარ ჩემი სიყვარულით, ის იგებს კორტზე, ხოლოს მის გარეთ ხალხს ეხმარება. გუშინ ღამით მისი ჩოგანი 15 000 ევროდ გაიყიდა, ეს თანხა აფრიკელ დედების დასახმარებელ ფონდში გადაირიცხება. წააგებ თუ მოიგებ, ყოველდღე გვაქვს შესაძლებლობა კარგი საქმე ვაკეთოთ” – განაცხადა ქალბატონმა რისტიჩმა თავის “ინსტაგრამის” გვერდზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068947