ფეხბურთი

20:26 | 19.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

რომის მეორე იმპერატორი, ტოტის შემდეგ...

ბევრი ისეთი მშრომელი ფეხბურთელი არსებობს თუ არსებობდა, რომლებიც სხვებს ნაკლებად ჩამოუვარდებოდნენ, მაგრამ მათი შრომა მაინც ნაკლებად ჩნდება ან ჩნდებოდა. როცა ასეთ მოთამაშეებს ვიხსნებ, ერთ-ერთი პირველი ვინც მაგონდება "რომას" სული და გული, დანიელე დე როსია... არადა, ვისზე რამით ნაკლები ჩამშლელია? - არამც და არამც! პირიქით, ბევრს, ბევრ კომპონენტში აღემატებოდა თუ აღემატება... უბრალოდ, დანიელემ ტიტულების და დიდ გუნდში სახელი მოხვეჭას (შემოთავაზებები არაერთხელ ჰქონია), მშობლიურ გუნდში დარჩენა არჩია და ალბათ,, სწორედაც მოიქცა. მერე რა, რომ ნაკლებად ახსენდებათ, ეს არაფერს ცვლის...

შაბათს, დე როსის მეტად ღირსშესანიშნავი დღე ჰქონდა: "ჯალოროსის" რიგებში მან მე-500 შეხვედრა ჩაატარა და საიუბილეო თამაშში გოლიც გაიტანა. დანიელე "რომას" ახალგაზრდული გუნდიდან გამოჩნდა და 2001 წელს სულ რაღაც 17 წლისამ ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა. სხვათა შორის, "მგლების" იუნიორთა გუნდში მას მამამისი, ალბერტო ავარჯიშებდა. ისიც ვთქვათ, რომ ეს კაცი დღემდე იგივე პოსტზე მუშაობს და "რომას" მომავალ თაობას უზრდის. ისე, ფეხბურთელების გარდა, კაცი რომ გაზარდა დანიელეს სახით, ფაქტია... ერთიც დავამატოთ, რომ "რომას" ვიცე კაპიტნის გარდა, ალბერტომ იმ პერიოდში დედაქალაქურ გუნდს ალბერტო აკვილანიც უსახსოვრა და თავიდან მისი კარიერაც ჩინებულად აეწყო, მაგრამ, როცა 2009 წელს მშობლიურ გუნდი პერსპექტივაში წარმოდგენილ უკეთეს მომავალზე კერძოდ, "ლივერპულზე" გაცვალა, შედეგიც მოიმკა - დღეს აკვილანი ვგონებ ბევრს აღარც ახსოვს... ისე, ლისაბონის "სპორტინგში" აგორებს ბურთს თავისთვის... ეს იმიტომ მოვაყოლე, რომ არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა დე როსის კარიერა, თავის დროზე გუნდი რომ დაეტოვებინა. დღეს კი, "ჯალოროსის" ლეგენდაა!

ფოტოკოლაჟში ძალზე მოკლედ დანიელე დე როსის კარიერას თვალი გადავავლოთ და უკეთ გავიცნოთ, ვინც არ ვიცნობთ...

0.183763