ესპანელი მოდელი ზაირა ნარა, რომელიც თავის დროზე ურუგვაელი ფეხბურთელის, დიეგო ფორლანის გულისსწორი იყო, საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა. როგორც ეს მშვენიერი გოგონა თავის გადაწყვეტილებას განმარტავს, იტალია მისთვის ზეგდამოჭრილი ქვეყანაა და მოდელისათვის აპენინებზე უფრო კარგი პირობებია შექმნილი.
თანამედროვე ეპოქაში, როდესაც საზღვრები ასე დამოკლდა, დასავლეთ ევროპის ერთი ქვეყნიდან მეორეში საცხოვრებელი ადგილის შეცვლა რამდენად გონივრული ნაბიჯია, ეს ადვილადაა გასაგები, მაგრამ როგორც ჩანს ზაირას სამსახურებრივი ამბების გარდა, ახალი თავგადასავლები სწყურია. იტალია კი ასეთი თავგადასავლების დიდ ასპარეზს იძლევა.
აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ზაირა ნარას თავგადასავლები ისედაც არ აკლდა და მის განვლილ ცხოვრებას თუკი გადავხედავთ, ზაირას ახლოს არაერთ ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ მამაკაცს დავლანდავთ. მობერებული დიეგო ფორლანი კი ამ ქალს შეიძლება საერთოდ აღარც ახსოვდეს.