კალათბურთი

1:43 | 19.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველის სასტარტო და 4 ქულა

ქართველი კალათბურთელი ნიკა მეტრეველი სერია ა-ს მორიგ ტურში “ბეტალანდ კაპო დ’ორლანდოს” სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, მისმა გუნდმა კი ბოლონიაში ადგილობრივ “ვირტუსს” 76:64 სძლია.

მეტრეველმა მოედანზე 17 წუთი დაჰყო და სათადარიგოთა სკამზე 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ გადაინაცვლა. ნიკამ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, თითო სამქულიანი და საჯარიმო კი ააცილა და 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ქართველ ფორვარდს ბურთი არ დაუკარგავს, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.

სტუმრებს 18 ქულით ლიტველმა ლეგიონერმა სიმას იასაიტისმა ულიდერა, 10-ქულიან ზღვარს კი სანდრო ნიჩევიჩი (15), ზოლტან პერლი (12) და ტომასო ლაკუინტანაც (11) ასცდნენ.

“ბეტალანდ კაპო დ’ორლანდოს” ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი ლევან ბაბილოძე თამაშის განაცხადში არ ყოფილა.

0.122993